ბენიამინ გოგიშვილი
ბენიამინ გოგიშვილი (დ. 6 აპრილი, 1925, სოფ. მარანი, ახლანდ. აბაშის მუნიციპალიტეტი — გ. 28 ოქტომბერი, 1982, თბილისი) — ქართველი გეოლოგი, გეოლოგ-მინერალოგიურ მეცნიერებათა დოქტორი.
ბენიამინ გოგიშვილი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 6 აპრილი, 1925 |
დაბ. ადგილი | მარანი (აბაშის მუნიციპალიტეტი), საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდ. თარიღი | 28 ოქტომბერი, 1982 (57 წლის) |
მოქალაქეობა | სსრკ |
საქმიანობა | გეოლოგი |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი |
ბიოგრაფია
რედაქტირება1955 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიულ-გეოლოგიური ფაკულტეტი. 1955 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა ა. თვალჭრელიძის სახელობის კავკასიური მინერალური ნედლეულის ინსტიტუტში; 1976 წლიდან იყო ჰიდროთერმული პროცესებისა და მინერალთა სინთეზის განყოფილების გამგე. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომის და 4 მონიგრაფიის ავტორი; საქართველოში ორი ახალი მიმართულების (ჰიდროთრმულად შეცვლილი ქანების პეტროლოგია და ექსპერ. მინერალოგია) ფუძემდებელი; შეისწავლა კავკასიური სხვადასხვა ტიპის ენდოგენური საბადოები, შეიმუშავა რეგიონული მეტალოგენიური ანალიზისა და საბადოების პროგნოზირების ახლებური საფუძვლები, დაადგინა ფერადი იშვიათი და კეთილშობილი ლითონების ფორმირების კანონზომიერებები; მისი გამოკვლევები საფუძვლად დაედო საქართველოს ზოგიერთ რეგიონში ოქროს საბადოების ძებნასა და პროგნოზირებას; შეიმუშავა ბუნებრივი მორდენიტის ტიპის ცეოლითის, ნატრიუმიანი მეტასილიკატისა და ვულკანური მინისაგან მინერალების მიღებისა და გალენიტის გადამუშავების იაფი და ეფექტიანი მეთოდი; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- Некоторые вопросы генезиса рудных месторождений Сомхитско-Карабахскоий и Гагра-Джавской тектонических зон (ავტორი). - Тбилиси, 1979
ლიტერატურა
რედაქტირება- გიგიაძე გ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 63-64.