ბენდერის ციხესიმაგრე

ბენდერის ციხესიმაგრე (მოლდ. Cetatea Bendér, უკრ. Бенде́рська фортеця) — XVI საუკუნის არქიტექტურის ძეგლი მოლდოვაში. მდებარეობს ქალაქ ბენდერში, მდინარე დნესტრის მარჯვენა ნაპირზე.

ციხესიმაგრის მშენებლობა დაიწყო 1538 წელს, მას შემდეგ, რაც ბენდერი შევიდა ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში. მშენებლობას ხელმძღვანელობდა თურქი არქიტექტორი სინანი. 2008-2013 წლებში მიმდინარეობდა ციხის რეკონსტრუქცია დნესტრისპირეთის რესპუბლიკის მიერ.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება