დეციბელი
(გადამისამართდა გვერდიდან ბელი (ერთეული))
დეციბელი (აღნიშვნა: დბ, dB) — ფარდობითი სიდიდის ლოგარითმული ერთეული (ორი თანმოსახელე ფიზიკური სიდიდის შეფარდების ლოგარითმი). იყენებენ ელექტრონიკაში, რადიოტექნიკაში, აკუსტიკასა და ფიზიკის სხვადასხვა დარგში. სახელი ეწოდა ტელეფონის გამომგონებლის ა. ბელის პატივსაცემად. დეციბელი შეესაბამება ბელის (ბ, B) 0.1 ნაწილს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 284.