ბელიოვის სამთავრო

ბელიოვის სამთავრო (რუს. Белёвское княжество) — ფეოდალური სამფლობელო მდინარე ოკის ზემოწელზე. შეიქმნა XIV საუკუნის ბოლოს, ნოვოსილის სამთავროს გაყოფის შედეგად. 1407 წელს დაიპყრო ლიტვის დიდმა მთავარმა ვიტაუტასმა, 1490 წლიდან კი ივანე III ვასილის ძის გამგებლობაში გადავიდა. 1494 მოსკოვსა და ლიტვას დიდ სამთავროთა შორის დადებული ხელშეკრულებით ბელიოვის სამთავრო რუსეთის სახელმწიფოს შემადგენლობაში შევიდა. 1558 წელს ბელიოვის სამთავრო გაუქმდა.

ლიტერატურა

რედაქტირება