ბელვედერი
ბელვედერი (იტალ., belvedere, სიტყვასიტყვით — მშვენიერი ხედი).
- შენობის დამაგვირგვინებელი, გეგმით მრგვალი ან ოვალური კოშკური, დანაშენი, რომელიც გადახურულია სვეტებზე დაყრდნობილი გუმბათით; შემაღლებულ ადგილზე დადგმული მცირე ზომის საპარკო ნაგებობა, საიდანაც იშლება შორეული ხედი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 283.