ბელგიის ოპერაცია
ბელგიის ბრძოლა ან ბელგიის კამპანია, [1] ხშირად მოიხსენიებენ როგორც 18 დღის კამპანიას ბელგიაში (ფრანგ. Campagne des 18 jours, ნიდერლ. Achttiendaagse Veldtocht), რომელიც იყო საფრანგეთის ბრძოლის ნაწილი და მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიის მიერ ნაწარმოები შეტევითი კამპანია. ეს დაიწყო 1940 წლის მაისში და გრძელდებოდა 18 დღის განმავლობაში. დასრულდა ბელგიის გერმანული ოკუპაციითა და ბელგიის არმიის დანებებით.
1940 წლის 10 მაისს, გერმანია შეიჭრა ლუქსემბურგში, ნიდერლანდებსა და ბელგიაში, ოპერაციული გეგმის Fall Gelb-ის მიხედვით (ყვითელი ქეისი). მოკავშირეთა ჯარებმა სცადეს შეეჩერებინათ გერმანიის არმია ბელგიაში, რადგან ფიქრობდნენ, რომ ეს იყო გერმანიის მთავარი დარტყმა. მას შემდეგ, რაც ფრანგებმა სრულად დაასრულეს მოკავშირეთათვის ჯარების საუკეთესო ნაწილების გადაცემა ბელგიაში, 10–დან 12 მაისის ჩათვლით, გერმანელებმა დაიწყეს მათი ოპერაციის მეორე ეტაპი. ეს გეგმა გულისხმობდა გარღვევას არდენების გავლით და ინგლისის არხისკენ სვლას . გერმანიის არმიამ ( ჰერმა ) არხს მიაღწია ხუთი დღის შემდეგ და ალყა შემოარტყა მოკავშირეთა ჯარებს. გერმანელებმა თანდათან შეამცირეს მოკავშირეთა ძალების ძალა, რადგან აიძულეს ისინი ზღვაში დაბრუნებულიყვნენ. ბელგიის არმია დანებდა 1940 წლის 28 მაისს, რითად დასრულდა ბრძოლა. [2]
ბელგიის ბრძოლაში შედგა ომის პირველი სატანკო ბრძოლა, ჰანუტის ბრძოლა . [3] ეს იყო ყველაზე დიდი სატანკო ბრძოლა ისტორიაში, მაგრამ შემდგომი ჩრდილოეთ აფრიკის კამპანიისა და აღმოსავლეთის ფრონტის ბრძოლები გაცილებით მასშტაბბურ სატანკო ბრძოლებად ითვლება. ბრძოლაში ასევე შედიოდა ფორტ ებენ-ემელის ბრძოლა, პირველი სტრატეგიული საჰაერო სადესანტო ოპერაცია, პარაშუტისტი დესანტების გამოყენებით.
გერმანიის ოფიციალურ ისტორიაში ნათქვამია, რომ მძიმე ბრძოლის 18 დღის განმავლობაში, ბელგიის არმია რთული მოწინააღმდეგე იყო და საუბრობდნენ მისი ჯარისკაცების "არაჩვეულებრივი მამაცობის შესახებ". [4] ბელგიის კოლაფსმა მოკავშირეები იძულებული გახადა გაყვანათ კონტინენტური ევროპიდან საკუთარი დანაყოფები. ამის შემდეგ ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ძალებმა ბელგიის პორტები გაათავისუფლეს ოპერაციის დინამოს ფარგლებში, რაც ბრიტანეთის საექსპედიციო ძალას (BEF) ბევრ ბელგიელ და ფრანგ ჯარისკაცთან ერთად აძლევდა გაქცევისა და სამხედრო ოპერაციების გაგრძელების შესაძლებლობას. საფრანგეთმა გერმანიასთან მიაღწია დროებით ზავს 1940 წლის ივნისში. ბელგია გერმანელებმა დაიკავეს 1944 წლის შემოდგომამდე, როდესაც ის გათავისუფლებულ იქნა დასავლეთ მოკავშირეებისგან.
წინა საბრძოლო გეგმები
რედაქტირებაბელგიის დაძაბული მოკავშირეები
რედაქტირებაგერმანიის აგრესიისგან თავდაცვის მიზნით ბელგიის სტრატეგიის შემუშვებამ შექმნა, როგორც პოლიტიკური, ასევე სამხედრო პრობლემები. სამხედრო სტრატეგიის თვალსაზრისით, ბელგიელებს არ სურდათ ყველაფერი მისულიყო ბელგია – გერმანიის საზღვრის ხაზობრივ დაცვამდე, მაგინოტის ხაზის გასწვრივ. ამგვარი ნაბიჯი ბელგიელებს დაუცველს დატოვებდა გერმანელებისგან, ნიდერლანდების გავლით თავდასხმის შემთხვევაში. ამგვარი სტრატეგია ასევე ეყრდნობოდა იმ გათვლას, რომ ფრანგები სწრაფად ჩავიდოდნენ ბელგიაში და იქ დაეხმარებოდნენ გარნიზონს. [5]
პოლიტიკურად, ბელგიელები არ ენდობოდნენ ფრანგებს. მარშალმა ფილიპ პეტინემ შესთავაზა საფრანგეთის შეტევა გერმანულ ძალებზე რურის რეგიონის გავლით, ბელგიის საგაზაფხულო ბორტის გამოყენებით, როგორც ეს მოხდა 1930 წლის ოქტომბერში და 1933 წლის იანვარში. ბელგია შიშობდა, რომ ეს ყველაფერი ომში გადაიზრდებოდა. ომის დაწყება მოხდებოდა 1935 წლის მაისის საფრანგეთ – საბჭოთა პაქტის შედეგად. ბელგია ცდილობდა თავიდან აეცილებინა ამგვარი განვითრება. ფრანკო-ბელგიური ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო, რომ ბელგია უნდა მობილიზებულიყო იმ შემთხვევაში თუ ამას გერმანელები გააკეთებდნენ. ამის მიუხედავად, ნათელი არ იყო ის, რომ უნდა მოეხდინა თუ არა ბელგიას მობილიზაცია გერმანიის მიერ პოლონეთში შეჭრის შემთხვევაში. [5]
ბელგიელებს ბევრად ერჩივნათ გაერთიანებულ სამეფოსთან გაერთიანება. ბრიტანელები პირველ მსოფლიო ომში ჩაერთნენ სწორედ ბელგიის ნეიტრალიტეტის გერმანელებთა მიერ დარღვევის გამო. ბელგიის არხის პორტების დაკავება გერმანიის საიმპერატორო საზღვაო ძალებს სთავაზობდა ძვირფას ბაზებს, რომელიც გერმანულ კრიგსმარინესა და Luftwaffe- ს ბაზებს მისცემდა სტრატეგიული თავდასხმის შესაძლებლობას მომავალი კონფლიქტის დროს გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ. ამ დროს ბრიტანეთის მთავრობა მცირე ყურადღებას უთმობდა ბელგიელთა შეშფოთებას. ამ ყურადღების ნაკლებობამ უზრუნველყო ბელგიის გაყვანა ანტიჰიტლერული ალიანსიდან, რინლენდის რემილიტარიზაციამდე ერთი დღით ადრე. [5] [6] რემილიტარიზაციასთან წინააღმდეგობის ნაკლებობამ ბელგიელებს დაარწმუნა, რომ საფრანგეთი და ბრიტანეთი არ იყვნენ მზად საკუთარი სტრატეგიული ინტერესებისთვის და მათ ბელგია მარტო დატოვეს. ბელგიის გენერალურმა შტაბმა გადაწყვეტილება მიიღო, რომ საჭიროების შემთხვევაში, საკუთარი ინტერესებისთვის ებრძოლა. [5]
ბელგიელთა ადგილი მოკავშირეთა სტრატეგიაში
რედაქტირებაფრანგები განაწყენდნენ მეფე ლეოპოლდ III- ის მიერ 1936 წლის ოქტომბერს ნეიტრალიტეტის გამოცხადებაზე. საფრანგეთის არმიამ დაინახა, რომ მისი სტრატეგიული ვარაუდები შეირყა; მათ აღარ ჰქონდათ მოლოდინი, იმასთან დაკავშირებით, რომ შეიძლებოდა ბელგიელებთან მჭიდრო თანამშრომლობა აღმოსავლეთის საზღვრების დასაცავად, რაც საშუალებას მისცემდა გერმანიას შეტევა ეწარმოებინა საფრანგეთის საზღვრის მიმართულებით. [5] ფრანგები დამოკიდებული იყვნენ იმაზე, თუ რა დონის თანამშრომლობას სეძლებდნენ ბელგიასთან. ამგვარი ვითარება ფრანგებს ართმევდა შესაძლებლობას ბელგიაში ეწარმოებინათ ყოველგვარ თავდაცითი აქტივობები, თავდასხმის თავიდან ასაცილებლად. ამგვარი სიტუაცია ფრანგებს სურდათ თავიდან აეცილებინათ, რადგან ეს ნიშნავდა გერმანიის სატანკო დივიზიების ჩართვას მობილური ბრძოლაში. [5] ფრანგებმა გადაწყვიტეს ბელგიაში შეჭრა დაუყოვნებლივ გერმანიის თავდასხმაზე საპასუხოდ. [7] ბელგიელებმა, რომლებმაც დაინახეს გერმანელების მხრიდან საშიშროება, ფარულად ჩამოაყალიბეს საკუთარი თავდაცვითი პოლიტიკა, ჯარების შესახებ ინფორმაციის მიწოდებს გზები, კომუნიკაციები, თავდაცვითი ფიქსირებული განლაგებები, სადაზვერვო და საჰაერო შემოწმების ღონისძიებები, რომლებზეც ხელი მიუწვდებოდა ბრიუსელში მყოფ საფრანგეთის სამხედრო ატაშეს. [5]
ბელგიის სამხედრო სტრატეგია
რედაქტირებადასავლეთ ალიანსის ოფიციალური გაყვანისთანავე, ბელგიელებმა უარი თქვეს ფრანგ ან ბრიტანელ სამხედრო მოსამსახურეებთან რაიმე ოფიციალურ შეხვედრებზე, მისი ნეიტრალიტეტის გარისკვის შიშით. ბელგიელებმა არ მიიჩნიეს გერმანიის შემოჭრა გარდაუვალ რეალობად და გადაწყვიტეს, რომ თუკი მაინც მოხდებოდა შემოჭრა, მას ეფექტურად შეეწინააღმდეგებოდნენ ახალისიმაგრეებით. ისეთებით, როგორიცაა, მაგალითად ებენ ემაელი . [5] ბელგიელებმა მიიღეს ზომები გერმანიის სახელმწიფოს საზღვართან საკუთარი თავდაცვითი ძალების რეკონსტრუქციისთვის, ადოლფ ჰიტლერის ხელისუფლებაში მოსვლისთანავე 1933 წლის იანვარში. ბელგიის მთავრობა ნელ-ნელა აკვირდებოდა როგორ გადიოდა გერმანია ერთა ლიგიდან, როგორ არღვევდა ვერსალისა და ლოკარნოს ხელშეკრულებებს. [8] მთავრობამ გაზარდა ხარჯები ნამურსა და ლიეჟში მდებარე სიმაგრეების მოდერნიზაციისთვის. თავდაცვის ახალი ხაზები შეიქმნა მაასტრიხტ – ბოი-ლე-დუშის არხის გასწვრივ, რომელიც შეუერთდა Meuse, Scheldt- სა და ალბერტის არხს. [8] აღმოსავლეთის საზღვრის დაცვა, რომელიც ძირითადად გარკვეული გზების განადგურებას ემყარებოდა, დაევალა ახალ ფორმაციებს (სასაზღვრო მრბოლელების განყოფილებები და ახლად ჩამოყალიბებული Chasseurs Ardennais). [8] 1935 წლისთვის დასრულდა ბელგიის თავდაცვითი მზადება. [8] იგრძნობოდა, რომ დაცვა არ იყო ადეკვატური. უკანა ტერიტორიების დასაცავად მნიშვნელოვანი მობილური რეზერვი იყო საჭირო, რის გამოც ითვლებოდა, რომ გერმანიის ძალების მხრიდან მოულოდნელი თავდასხმის შემთხვევაში დაცვა არ იქნებოდა საკმარისი. [8] ასევე საჭირო იყო მნიშვნელოვანი სამხედრო პერსონალის რეზერვები, მაგრამ კანონპროექტი, რომელიც მზადდებოდა გრძელვადიანი სამხედრო სამსახურის შესაქმნელადა და ჯარის მომზადებისთვის, ჩაგდებულ იქნა საზოგადოების მხრიდან, იმის საფუძველზე, რომ ეს გაზრდიდა ბელგიის სამხედრო ვალდებულებებს, ისევე როგორც მოკავშირეთა თხოვნას ჩართულიყვნენ სახლიდან შორს კონფლიქტებში. [8]
ბრძოლა
რედაქტირებალუფტვაფის ოპერაციები
რედაქტირება9 მაისის საღამოს ბელგიის სამხედრო ატაშემ ბერლინში გაამჟღავნა, რომ გერმანელებს განზრახული ჰქონდათ შეტევა ამავე დღეს. საზღვარზე მტრის შეტევითი ძალების მოძრაობა დაფიქსირდა. 1940 წლის 10 მაისს, 00:10 საათზე, ბრიუსელში გენერალურ შტაბში დაუდგენელი დანაყოფის მხრიდან განგაშის ზარი გაისმა. [8] მთლიანი სახელმწიფო განგაში კი 01:30 საათზე გაისმა. [9] ბელგიურმა ძალებმა დაიკავეს საკუთარი პოზიციები. [8] მოკავშირეთა ჯარებმა შეასრულეს დელის გეგმა 10 მაისის დილით და ბელგიას უკანა მხარეს მიუახლოვდნენ. მეფე ლეოპოლდი წავიდა თავის შტაბში, ბრინგენთან, ანტვერპენთან ახლოს. ლუფტვაფის ოპერაციები ძირითადად საჰაერო ბრძოლებით წარიამრთა. [8]
ბრძოლა ჯამში 18 დღე გაგრძელდა და დასრულდა 28 მაისს ბელგიის მხრიდან დანებებით.
ლიტერატურა
რედაქტირება- Belgian American Educational Foundation (1941), The Belgian Campaign and the Surrender of the Belgian Army, 10–28 May 1940 (Third ed.), University of Michigan
- Belgium, Ministère des Affaires Étrangères (1941), Belgium : The Official Account of What Happened 1939–1940, Evans Brothers, OCLC 42016037
- Bloock, Bernard (2003), Belgian Fortifications, May 1940, archived from the original on 5 October 2012, retrieved 10 May 2014
- Bond, Brian (1975), France and Belgium, 1939–1940, London: Davis-Poynter, ISBN 978-0-7067-0168-5
- Bond, Brian (1990), Britain, France, and Belgium, 1939–1940, London: Brassey's (UK) Riverside, N.J, ISBN 978-0-08-037700-1
დამატებითი საკითხავი
რედაქტირება- Blatt, Joel (1998). The French Defeat of 1940: Reassessments. Providence: Berghahn Books. ISBN 978-1-57181-109-7.
- Dear, Ian; Foot, M. R. D. (2001). The Oxford Companion to World War II. Oxford: Oxford University Press. ISBN 978-0-19-860446-4.
- Krause, Michael; Cody, P. (2006). Historical Perspectives of the Operational Art. Washington: Center of Military History Publication – Dept. of the Army. ISBN 978-0-16-072564-7.
- Powaski, Ronald E. (2003). Lightning War: Blitzkrieg in the West, 1940. John Wiley. ISBN 978-0-471-39431-0.