ბელა (ფილმი)
ბელა — ვლადიმერ ბარსკის 1927 წლის ფილმი. ფილმი გადაღებულია მიხაილ ლერმონტოვის რომანის „ჩვენი დროის გმირის“ ამავე სახელწოდების თავის მიხედვით. ფილმი ამ რომანის მიხედვით გადაღებული ტრილოგიის ნაწილია.
„ბელა“ | |
---|---|
დამდგმელი რეჟისორი | ვლადიმერ ბარსკი |
სცენარის ავტორი | ვლადიმერ ბარსკი |
როლებში | თინათინ მაჭავარიანი |
ოპერატორი |
ანტონ პოლიკევიჩი, ფერდინანდ გეგელე |
მხატვარი |
ვალერიან სიდამონ-ერისთავი, თევდორე პუში |
სტუდია | სახკინმრეწვი |
გამოსვლის თარიღი | 21 მარტი, 1927 |
ხანგრძლივობა | 82 წთ. |
ქვეყანა | სსრკ |
წინა | თავადის ასული მერი |
შემდეგი | მაქსიმ მაქსიმიჩი |
სიუჟეტი
რედაქტირებაფილმი რუსეთის არმიის ჩამოქვეითებული ოფიცრის, პეჩორინის თავგადასავალს მოგვითხრობს. პეტერბურგის მაღალ საზოგადოებაში ცხოვრება მოყირჭებული ახალგაზრდა ახალ გასართობს პოულობს მას შემდეგ, რაც მას ჩრდილოეთ კავკასიის მთიან აულში გადაასახლებენ. ის აულში მცხოვრებ აზამატს კაზბიჩის ცხენს ჰპირდება, თუკი იგი სანაცვლოდ მშვენიერ ბელას მოატაცინებს. აზამატი ცხენით ისე არის მოხიბლული, რომ მზად არის ბელა ცხენის სანაცვლოდ მოიტაცოს. პეჩორინი დაპირებებით შეაცდენს მოგვრილ ქალს, მაგრამ მალე მობეზრდება იგი. შურისძიებით ანთებული ჩერქეზი ბელას ჰკლავს, მაგრამ პეჩორინის გაქვავებულ გულს ეს ამბავი დიდად არ ანაღვლებს. თავიდან ის ქალის სიკვდილს განიცდის, დაკრძალვასაც დაესწრება, მაგრამ მალე აულიდან მიემგზავრება.
როლებში
რედაქტირება- ნიკოლოზ პროზოროვსკი (პეჩორინი)
- თინათინ მაჭავარიანი (ბელა)
- ი. მერაბიშვილი (აზამატი–ბელას ძმა)
- ალექსანდრე თაყაიშვილი (კაზბიჩი)
- ვლადიმერ ობოლენსკი (მაქსიმ მაქსიმიჩი)
- მიხეილ ქორელი (ციხის ხაზინადარი)
- ბელა ბელეცკაია (ციხის ხაზინადარის ცოლი)
- ვასო არაბიძე (მელას მამა)
- გრიგოლ სარჩიმელიძე (კურიერი)
- ტატიანა ვიშნევსკაია (ბელას და)
- ელენე ჩარსკაია (ბელას დედა)