ბელა ბელეცკაია (რუს. Белла Георгиевна Белецкая; დ. 1903 — გ. 1960) — თეატრისა და მუნჯი კინოს საბჭოთა მსახიობი. საქართველოს სსრ-ის დამსახურებული არტისტი (1943).

ბიოგრაფია

რედაქტირება

უკრაინაში თამაშობდა თეატრის სცენებზე და კინოფილმებში. 1926 წელს, უკვე პოპულარული მსახიობი, სპეციალურად, გადასაღებად მოიწვიეს საქართველოში — ვლადიმერ ბარსკის ფილმ-ტრილოგიაში მ. ლერმონტოვის ნაწარმოებების მიხედვით: „თავადის ასული მერი“ (1926), „ბელა“ (1927) და „მაქსიმ მაქსიმიჩი“ (1927).

ბელეცკაია იყო თბილისის რუსული თეატრების („წითელი არმიის“ და „გრიბოედოვის თეატრის“) ერთ-ერთი წამყვანი მსახიობი.

ფილმოგრაფია

რედაქტირება
  • 1926 — თავადის ასული მერი (ვერა)
  • 1927 — ბელა (ციხის ხაზინადარის ცოლი)
  • 1927 — მაქსიმ მაქსიმიჩი (ჩერქეზის ქალი)
  • 1928 — ქალი ბაზრობიდან (ელენ ვეი, ფერმერის მესამე ცოლი)
  • 1926 — ხანუმა
  • 1929 — სევილი (ადილა)
  • 1930 — ვისი ბრალია?

ჯილდოები და აღიარება

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება