ბელა ტარი
ბელა ტარი (უნგრ. Béla Tarr; დ. 21 ივლისი, 1955, პეჩი, უნგრეთი) — უნგრელი რეჟისორი და სცენარისტი. მის ფილმებში ხშირად გვხვდება ფილოსოფიური თემები.
ბელა ტარი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
21 ივლისი, 1955 პეჩი, უნგრეთი |
საქმიანობა | რეჟისორი |
აქტიური | 1971-დღემდე |
მეუღლე(ები) | აგნეს ჰრანიცკი |
მან თავისი სადებიუტო ფილმი 1977 წელს გამოუშვა, სახელწოდებით „ოჯახური ბუდე“.
ადრეული ცხოვრება
რედაქტირებაბელა ტარი 1955 წლის 21 ივლისს პეჩში დაიბადა, მაგრამ უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში იზრდებოდა.[1] მამამისი სცენის დიზაინერი იყო, ხოლო დედამისი 50 წლის განმავლობაში სუფლიორად მუშაობდა თეატრში. როცა ტარს 14 წელი შეუსრულდა, დაბადების დღეზე მამამისმა კამერა აჩუქა.
16 წლიდან კინემატოგრაფით დაინტერესდა. იღებდა მოკლემეტრაჟიან ფილმებს.
17 წლის ასაკში, როცა ჯერ კიდევ სკოლაში სწავლობდა, იგი მემარცხენე რადიკალ მოძრაობებში ჩაერთო, რის გამოც კომუნისტურმა მთავრობამ მას უნივერსიტეტში სწავლა აუკრძალა. ტარს ფილოსოფიის შესწავლა სურდა.[2]
კინო-კარიერა
რედაქტირება16 წლის ასაკიდან ტარი იღებდა მოკლემეტრაჟიან ფილმებს. მათი უმეტესობა დოკუმენტური იყო. ფილმები უნგრეთის ღარიბ საზოგადოებას და მათ პრობლემებს ეხებოდა. თავისი სტილისა და დოკუმენტური ფილმების გადაღების შესახებ, ტარმა 2016 წელს The Variety-სთან მიცემულ ინტერვიუში ასე უპასუხა: „...როცა ფილმის გადაღებას ასრულებ, ახალი კითხვა გიჩნდება. ხოლო ახალი კითხვისთვის ძველი პასუხი არ გამოდგება, სწორედ ასე, ნაბიჯ-ნაბიჯ იზრდები და ანვითარებ შენს სტილსა თუ ენას“.[3]
1977 წელს, 22 წლის ასაკში ბელა ტარმამ თავისი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმის, სოციალური რეალიზმის ჟანრის, „ოჯახური ბუდეს“ გადაღება დაიწყო. ამაში ტარს უნგრელი კინოს თეორიტიკოსი, მისი მენტორი, ბელა ბალაჟი ეხმარებოდა.[4] ფილმს დამოუკიდებელი სტუდია, Balázs Béla Stúdió იღებდა. ტარმა „ოჯახური ბუდე“ ექვს დღეში მცირე ფინანსებითა და არაპროფესიონალი მსახიობების მონაწილეობით გადაიღო. საბოლოოდ, „ოჯახური ბუდე“ 1979 წელს გამოვიდა და ტარი პირველი უნგრელი რეჟისორი გახდა, რომელსაც ამ ასაკში სრულმეტრაჟიანი ფილმი ჰქონდა გამოშვებული. მასში მთავარ როლს ირენ ჟაჟკი ასრულებს. იგი ტარის სხვა ფილმებშიც ჩნდება, მათ შორისაა „ეშმაკის ტანგო“ (1994) და „ვერკმეისტერის ჰარმონია“ (2000).
„ოჯახურმა ბუდემ“ 1979 წელს მანჰეიმის საერთაშორისო კინოფესტივალზე გრან პრი მიიღო.
ბელა ტარი არის 1980 წელს დაარსებული სტუდიის, „Társulás Studió“-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი. სტუდიაში ერთიანდებოდნენ ადამიანები, რომლებიც შორს იყვნენ მეინსტრიმული კინოსგან და პოლიტკორექტულობისაგან. მალევე იგი უნგრეთის ყველაზე მნიშვნელოვანი კინოსტუდია გახდა. [5]
1981 წელს ტარმა თავისი შემდეგი ფილმი, „აუტსაიდერი“ გამოუშვა, 1982 წელს კი მუშაობა ახალ პროექტზე დაიწყო, სახელწოდებით „კონტაქტები პატარა სახლში“.
„ვერკმეისტერის ჰარმონიის“ (2000) შემდეგ ტარმა ბელგიელი ავტორის, ჟორჟ სიმენონის მოთხრობის, ადაპტაციის გადაღება დაიწყო, სახელწოდებით „კაცი ლონდონიდან“. იგი 2005 წლის მაისში კანის კინოფესტივალზე უნდა გამოსულიყო, მაგრამ წარმოება ფილმის პროდუსერის, ჰუმბერტ ბალსანის მოულოდნელი თვითმკვლელობის გამო გადაიდო.[6] საბოლოოდ, ფილმის პირველი ჩვენება 2007 წლის კანის კინოფესტივალზე გაიმართა [7] და 2008 წელს იგი მსოფლიოს მასშტაბით გავრცელდა.
ფილმოგრაფია
რედაქტირებასრულმეტრაჟიანი ფილმები
წელი | ქართულად | მშობლიური სახელწოდება | როლი | |
---|---|---|---|---|
1977 | ფ | „ოჯახური ბუდე“ | Családi tűzfészek | რეჟისორი, სცენარისტი |
1981 | ფ | „აუტსაიდერი“ | Szabadgyalog | რეჟისორი, სცენარისტი |
1982 | ფ | „კონტაქტები პატარა სახლში“ | Panelkapcsolat | რეჟისორი, სცენარისტი |
1985 | ფ | „შემოდგომის ალმანახი“ | Őszi almanach | რეჟისორი, სცენარისტი |
1988 | ფ | „წყევლა“ | Kárhozat | რეჟისორი, სცენარისტი |
1994 | ფ | „ეშმაკის ტანგო“ | Sátántangó | რეჟისორი, სცენარისტი |
2000 | ფ | „ვერკმეისტერის ჰარმონია“ | Werckmeister harmóniák | რეჟისორი, სცენარისტი |
2007 | ფ | „კაცი ლონდონიდან“ | A londoni férfi | რეჟისორი, სცენარისტი |
2011 | ფ | „ტურინის ცხენი“ | A torinói ló | რეჟისორი, სცენარისტი |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ https://books.google.com/books?id=SjRp4cb1pgYC&pg=PA206
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-09-17. ციტირების თარიღი: 2020-12-20.
- ↑ https://www.indiewire.com/2016/12/bela-tarr-interview-marrakech-film-school-1201762173/
- ↑ https://www.allmovie.com/artist/bela-tarr-113677
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-09-17. ციტირების თარიღი: 2020-12-20.
- ↑ https://www.variety.com/article/VR1117919818?categoryid=13&cs=1
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-12. ციტირების თარიღი: 2020-12-20.