ბელა მირიანაშვილის ქუჩა
ბელა მირიანაშვილის ქუჩა — ქუჩა თბილისში, ჩუღურეთის რაიონში (სვანეთისუბანი); ლამის ქუჩიდან დავით ბერიაშვილის ქუჩამდე. წარმოიქმნა XX საუკუნის დასაწყისში. თბილისის 1934 წლის გეგმაზე დატანილია როგორც ლამის II ქუჩა.[1] შემდგომში ლამის ქუჩის ნაწილი იყო. 2019 წელს ლამის ქუჩის ამ მონაკვეთს ბელა მირიანაშვილის სახელი ეწოდა.[2]
ბელა მირიანაშვილის ქუჩა | |
---|---|
საერთო ინფორმაცია | |
ქვეყანა | საქართველო |
ქალაქი | თბილისი |
რაიონი | ჩუღურეთის რაიონი |
უბანი | სვანეთისუბანი |
წინა სახელები | ლამის II ქუჩა, ლამის ქუჩა |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 104, ISBN 978-99928-20-35-3.
- ↑ ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ლამის ქუჩის მონაკვეთისთვის მსახიობ ბელა მირიანაშვილის სახელის მინიჭების შესახებ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო (23 ივლისი, 2019). ციტირების თარიღი: 29 იანვარი, 2024