ლამის ქუჩა — ქუჩა თბილისში. მდებარეობს ჩუღურეთის რაიონში (სვანეთისუბანი); დიღომბარის ქუჩიდან პაატა სააკაძის ქუჩამდე. წარმოიქმნა XX საუკუნის დასაწყისში.[1]

ლამის ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი ჩუღურეთის რაიონი
უბანი სვანეთისუბანი

ჰქონდა 3 შესახვევი (II შესახვევი — ყოფილი ლამის შესახვევი) და 2 ჩიხი.[1] თბილისის 1934 წლის გეგმაზე ქუჩის დასაწყისი, დიღომბარის ქუჩიდან ყოფ. ლამის I შესახვევამდე, დატანილია როგორც ლამის ქუჩა, ხოლო ბოლო მონაკვეთი როგორც ლამის II ქუჩა. 2019 წლის ივლისში ლამის II შესახვევს, II ჩიხსა და ასპინძის შესახვევის ერთ მონაკვეთს დოდო ჭიჭინაძის სახელი ეწოდა.[2] ლამის ქუჩის ბოლო მონაკვეთს კი (ყოფ. ლამის II ქუჩა) ბელა მირიანაშვილის ქუჩა დაერქვა.[3] ამავე წლის აგვისტოში ლამის ქუჩის პირველ მონაკვეთს, I და III შესახვევებს ერთად ეწოდა ლამის ქუჩა.[4]

  1. 1.0 1.1 ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 104, ISBN 978-99928-20-35-3.
  2. ქ. თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ლამის ქუჩის შესასვევისთვის, ლამის II ჩიხისთვის და ასპინძის ქუჩის შესახვევის მონაკვეთისთვის მსახიობ დოდო ჭიჭინაძის სახელის მინიჭების შესახებ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო (23 ივლისი, 2019). ციტირების თარიღი: 29 იანვარი, 2024
  3. ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ლამის ქუჩის მონაკვეთისთვის მსახიობ ბელა მირიანაშვილის სახელის მინიჭების შესახებ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო (23 ივლისი, 2019). ციტირების თარიღი: 29 იანვარი, 2024
  4. ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ლამის ქუჩის მონაკვეთისთვის, ლამის I შესახვევისთვის და ლამის III შესახვევისთვის ლამის ქუჩის სახელის მინიჭების შესახებ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო (16 აგვისტო, 2019). ციტირების თარიღი: 29 იანვარი, 2024