დავით ბერიაშვილის ქუჩა
დავით ბერიაშვილის ქუჩა — ქუჩა თბილისში, ჩუღურეთის რაიონში (სვანეთისუბანი); პაატა სააკაძის ქუჩიდან პეტრე ბაგრატიონის ქუჩამდე. წარმოიქმნა XX საუკუნის 30-იან წლებში. თბილისის 1934 წლის გეგმაზე ქუჩის დასაწყისი ნინო და კალისტრატე სალიების ქუჩამდე დატანილია როგორც უწერის ქუჩა, ხოლო მონაკვეთი ნინო და კალისტრატე სალიების ქუჩიდან ბერიაშვილის II ჩიხთან ერთად დატანილია როგორც კრამიტის შესახვევი, შემდეგ კრამიტის ქუჩა დაერქვა (ამ უბანში ადრე კრამიტის საწარმოები იყო). ამ ქუჩაზე ცხოვრობდა დავით ბერიაშვილი და მცხოვრებთა თხოვნით 1961 წელს ქუჩას მისი სახელი მიაკუთვნეს. აქვს 2 ჩიხი.
დავით ბერიაშვილის ქუჩა | |
---|---|
საერთო ინფორმაცია | |
ქვეყანა | საქართველო |
ქალაქი | თბილისი |
რაიონი | ჩუღურეთის რაიონი |
ისტორიული რაიონი | სვანეთისუბანი |
წინა სახელები | უწერის ქუჩა, კრამიტის ქუჩა |
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 33, ISBN 978-99928-20-35-3.