ბელარუსული ვიკიპედია
ბელარუსული ვიკიპედია — ვიკიპედიის ორი განყოფილება ბელარუსულ ენაზე — ერთი გაშვებულია ოფიციალურ, ხოლო მეორე კლასიკურ ორთოგრაფიაზე. 2004 წლის 6 აპრილს გაეშვა კლასიკური ვერსია (ტარაშკევიცა, ე.ი. კლასიკური მართლწერა), ხოლო 2007 წლის 27 მარტს ოფიციალური ვერსია (ბელარუსული ენა). ბელარუსული ვიკიპედიის ერთ-ერთი შემქმნელი და პირველი ადმინისტრატორი გახდა ბელარუსელი ბლოგერი ვოლოდიმირ კატკოვსკი (მომხმარებლის სახელი: rydel)[1][2], რომელმაც ბელარუსულ ვიკიპედიაში შექმნა დაახლოებით 1300 სტატია.[2] ბელარუსულ ვიკიპედიაში არსებული სტატიები იწერებოდა ორთოგრაფიის ორთავე ვარიანტზე, რამაც გამოიწვია კონფლიქტი მართლწერის სხვადასხვა ვარიანტის მომხრეებს შორის.[3][4] ოფიციალურ ორთოგრაფიაზე მოქმედი განყოფილების მისამართია: be.wikipedia.org, ხოლო კლასიკურისა be-x-old.wikipedia.org. თავდაპირველად ოფიციალურმა ბელარუსულმა ვიკიპედიამ გაასწრო სტატიების რაოდენობით კლასიკურ ვერსიას, თუმცა 2008 წელს პირველობა კლასიკურმა ვერსიამ მოიპოვა.[3] 2013 წლის იანვრის მდგომარეობით ვიკიპედიის ბელარუსულ (ე.ი. ოფიციალურ) ვერსიაში არსებობს დაახლოებით 55 ათასი სტატია, ხოლო კლასიკურ ვერსიაში (ე.ი. ტარაშკევიცაზე) დაახლოებით 48 ათასი სტატია.
ბელარუსული ვიკიპედია Беларуская Вікіпедыя | |
---|---|
მისამართი: | be.wikipedia.org |
კომერციული: | არა |
საიტის ტიპი: | ქსელური ენციკლოპედია |
რეგისტრაცია: | არა არის სავალდებულო |
ენა: | ბელარუსული |
მფლობელი: | ფონდი ვიკიმედია |
სტატიების რაოდენობა: | 248 457 |
გვერდების რაოდენობა: | 703 388 |
რედაქტირებების რაოდენობა: | 4 872 860 |
დარეგისტრირებული მომხმარებელი: | 147 390 |
აქტიური მომხმარებელი: | 254 |
ადმინისტრატორი: | 10 |
სიღრმე: | 23.2 |
ბელარუსული ვიკიპედია Беларуская Вікіпэдыя | |
---|---|
მისამართი: | be-x-old.wikipedia.org |
კომერციული: | არა |
საიტის ტიპი: | ქსელური ენციკლოპედია |
რეგისტრაცია: | არა არის სავალდებულო |
ენა: | ბელარუსული (ტარაშკევიცა) |
მფლობელი: | ფონდი ვიკიმედია |
სტატიების რაოდენობა: | -1 |
გვერდების რაოდენობა: | -1 |
რედაქტირებების რაოდენობა: | -1 |
დარეგისტრირებული მომხმარებელი: | -1 |
აქტიური მომხმარებელი: | -1 |
ადმინისტრატორი: | -1 |
სიღრმე: | 0 |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ „How to Find Wikipedia... Using the Classical Orthography“, Polskie Radio, August 11, 2007
- ↑ 2.0 2.1 „To stand for the Belarusian – in Belarusian!“ („Калі адстойваць беларускае, то па-беларуску!“) დაარქივებული 2011-07-24 საიტზე Wayback Machine. , an interview with the parents of Uladzimir Katkouski by Radio Liberty, May 19, 2008
- ↑ 3.0 3.1 „20,000th article in the Belarusian Wikipedia in Classical Orthography“ დაარქივებული 2009-06-19 საიტზე Wayback Machine. , Nasha Niva Online, June 17, 2009
- ↑ „Belarusian Language Encyclopedia amid of Scandal“ დაარქივებული 2020-11-26 საიტზე Wayback Machine. , March 27, 2007 (რუსული)