ბელარუსის უმაღლესი საფეხბურთო ლიგა
ბელარუსის უმაღლესი საფეხბურთო ლიგა (ბელარ. Вышэйшая ліга чэмпіянату Беларусі па футболе) — პროფესიონალური საფეხბურთო ლიგა ბელარუსული კლუბებისთვის. წარმოადგენს ბელარუსის უმაღლეს საფეხბურთო ლიგას. სეზონი გაზაფხული–შემოდგომა ფორმატით მიმდინარეობს. ჩემპიონატში მონაწილეობას იღებს 16 კლუბი. სეზონის ბოლოს, მე-15 და მე-16 ადგილებზე გასულ გუნდებს ანაცვლებს პირველი ლიგაში პირველ და მეორე ადგილებზე გასული გუნდები.
ქვეყანა | ბელარუსი |
---|---|
კონფედერაცია | უეფა |
დაარსდა | 1992 |
დივიზიონები | 1 |
კლუბ. რაოდენობა | 16 |
ქვეითდება | პირველი ლიგა |
საშინაო თასები |
ბელარუსის თასი ბელარუსის სუპერთასი |
საერთაშ. თას(ებ)ი |
უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა უეფა-ს ევროპა ლიგა |
მოქ. ჩემპიონი | „ბატე“ (15-ჯერ) |
ყველაზე ტიტულოვანი | „ბატე“ (15-ჯერ) |
ბელარუსის ჩემპიონატი შეიქმნა 1992 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის და მისი ჩემპიონატის გაუქმების შემდეგ. ყველაზე მეტჯერ ქვეყნის ჩემპიონი ბორისოვის „ბატე“ გახდა, რომელმაც 15-ჯერ მოიპოვა ტიტული. მოქმედი გამარჯვებულია „ბატე“.
უმაღლესი ლიგის ჩემპიონები
რედაქტირებასტატისტიკა კლუბების მიხედვით
რედაქტირებაკლუბი | ჩემპიონი | მე-2 ადგილი | ჩემპიონობის წლები |
---|---|---|---|
ბატე | 15 | 4 | 1999, 2002, 2006, 2007, 2008, 2009, 2010, 2011, 2012, 2013, 2014, 2015, 2016, 2017, 2018 |
დინამო მინსკი | 7 | 9 | 1992, 1993, 1994, 1995 (გ), 1995 (შ), 1997, 2004 |
სლავია მოზირი | 2 | 2 | 1996, 2000 |
შახტარი სოლიგორსკი | 1 | 6 | 2005 |
დნეპრი მოგილევი | 1 | 1 | 1998 |
ბელშინა | 1 | 1 | 2001 |
გომელი | 1 | 1 | 2003 |
ვიტებსკი | 0 | 2 | |
დინამო-93 მინსკი | 0 | 1 | |
ნემანი გროდნო | 0 | 1 |