ბელარუსის ოკუპაცია გერმანიის მიერ მეორე მსოფლიო ომის დროს
გერმანიის შეჭრა საბჭოთა კავშირში დაიწყო 1941 წლის 22 ივნისს და გამოიწვია ბელორუსიის ოკუპაციაც 1944 წლის აგვისტომდე მანამ, სანამ ის სრულად გათავისუფლდებოდა ოპერაცია ბაგრატიონის შედეგად. ბელორუსიის დასავლეთი მხარეები 1941 წელს გახდა რაიხსკომისარიატი ოსტლანდის ნაწილი, ხოლო 1943 წელს, გერმანიის ხელისუფლებამ ნება დართო ადგილობრივ კოლაბორაციონისტებს შეექმნათ რეგიონული მთავრობა, "ბელორუსიის ცენტრალური რადა", რომელმაც იარსება საბჭოთა კავშირის მიერ რეგიონზე კონტროლის ხელახლა დამყარებამდე. ამავდროულად, გერმანელებმა ოკუპაციის დროს ბელორუსიაში მოკლეს 2 მილიონზე მეტი ადამიანი, ანუ რეგიონის მოსახლეობის თითქმის მეოთხედი,[1] მათ შორის, 500 000-დან 550 000-მდე ებრაელი ბელორუსიის ჰოლოკოსტის პირობებში.[2]
წინაპირობები
რედაქტირებასაბჭოთა და ბელორუსული ისტორიოგრაფიები შეისწავლიან გერმანული ოკუპაციის საკითხს თანამედროვე ბელორუსიის კონტექსტში, მიიჩნევენ რა ბელორუსიის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას მთლიანობაში საბჭოთა კავშირის საზღვრებში მოქვეულ ერთ-ერთ რესპუბლიკად. პოლონური ისტორიოგრაფია კი დაჟინებით მოითხოვს სპეციალურ, განსხვავებულ მიდგომას 1921 წლის პოლონეთის აღმოსავლეთი მიწების მიმართ (სხვაგვარად - "Kresy Wschodnie", ან - დასავლეთ ბელორუსია), რომელიც შეიყვანეს ბელორუსიის სსრ-ში 1939 წლის 17 სექტემბერს პოლონეთში საბჭოთა კავშირის შეჭრის შემდეგ. საბჭოთა ხელისუფლების წარმომადგენლებმა სხვადასხვა ეთნიკური წარმოშობის 100 000 ადამიანი, უმეტესად პოლონელები და ებრაელები დააპატიმრეს, მოკლეს ან გადაიყვანეს აღმოსავლეთ სსრკ-ში გერმანიის შეჭრამდე. შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატმა (საბჭოთა საიდუმლო პოლიცია - NKVD) 1941 წლის ივნის-ივლისში, მაგალითად, ჩერვიენში, დახოცა 1000-ზე მეტი პატიმარი.
ინტერვენცია
რედაქტირებადასავლეთ ბელორუსსა და დასავლეთ უკრაინაში 20 თვიანი საბჭოთა მმართველობის შემდეგ, ნაცისტური გერმანია და მისი ღერძის მოკავშირეები 1941 წლის 22 ივნისს შეიჭრნენ საბჭოთა კავშირში. აღმოსავლეთ ბელორუსია ბრძოლისა და გერმანული ოკუპაციის გამო მძიმედ დაზარალდა. სისხლიანი ბრძოლების შემდეგ, ბელორუსიის ყველა ახლანდელი ტერიტორია, 1941 წლის აგვისტოში დაიპყრეს გერმანელებმა. რამდენადაც პოლონეთის მოქალაქეები საბჭოთა ანექსიას თვლიდნენ არაკანონიერად, მათმა უმრავლესობამ 1939 წლიდან 1941 წლამდე საბჭოთა მოქალაქეობის მიღებაზე უარი განაცხადა, რის შედეგადაც ისინი ცხოვრობდნენ, როგორც პოლონეთის მოქალაქეები ჯერ საბჭოთა, ხოლო შემდეგ გერმანული ოკუპაციის პირობებში.
ოკუპაცია
რედაქტირებაოკუპაციის ადრეულ ეტაპზე, წამოიშვა ძლიერი და კარგად კოორდინირებული საბჭოთა პარტიზანული მოძრაობა. ტყეებსა და ჭაობებში დამალულმა პარტიზანებმა მძიმე ზარალი მიაყენეს გერმანიის მომარაგების ხაზებსა და კომუნიკაციებს, დააზიანეს სარკინიგზო ლაინდაგები, ხიდები, სატელეფონო მავთულები, თავს დაესხნენ მომარაგების საცავებს, საწვავის სათავსებს და ტრანსპორტს ასევე, უსაფრთდებოდნენ "ღერძის" ბლოკის ჯარისკაცებს. მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პარტიზანული საბოტაჟი იყო 1943 წლის 30 ივლისს მომხდარი ე.წ. ასიპოვიჩის დივერსია, როცა პარტიზანებმა გაანადგურეს 4 გერმანული მომარაგების მატარებელი და ტანკი (სახელწოდებით -ვეფხვი). პარტიზანებთან საბრძოლველად, გერმანელები იძულებული გახდნენ შესამჩნევი რაოდენობის ძალები გამოეყვანათ ფრონტის ხაზიდან. 1944 წლის 22 ივნისს, უზარმაზარი საბჭოთა სტრატეგიული შეტევა "ოპერაცია ბაგრატიონი" დაიწყო და აგვისტოს ბოლოს სსრკ-მ დაიბრუნა მთელი ბელორუსია.
ომის დანაშაულები
რედაქტირებაგერმანიის ინტერვენციამ და ოკუპაციამ მძიმე ადამიანური დანაკარგები მოიტანა, მოხდა 380 000 ადამიანის დეპორტაცია მონური შრომისთვის და ასიათასობით სამოქალაქო პირის მასობრივი მკვლელობა. როგორც გერმანიის ეთნიკური წმენდის შემადგენელი ნაწილი (სახელწოდებით - "გენერალური გეგმა ოსტ"), გამიზნული იყო ეთნიკურად სლავი ბელორუსების განადგურება, გაძევება, ან დატყვევება. სულ მცირე 5295 ბელორუსული დასახლება გაანადგურეს გერმანელებმა და მათი მაცხოვრებლების ნაწილი დახოცეს კიდეც (აღსანიშნავია, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს ბელორუსიაში დაიწვა ან განადგურდა 9200 დასახლების პუნქტი). ამავდროულად, ამოწყვიტეს 600 სოფლის (როგორიცაა, მაგალითად, "ხატინი") მაცხოვრებლები. მთლიანობაში, სამწლიანი გერმანული ოკუპაციის განმავლობაში მოკლეს 1 მილიონზე მეტი ბელორუსი.[3] [4]
კვლევამ (Zhukov, Yuri M. 2017. In World Politics) აჩვენა, რომ "საბჭოთა პარტიზანების თავდასხმებმა პროვოცირება გაუკეთა სამოქალაქო პირების მიმართ რეპრესიებს, მაგრამ რკინიგზაზე თავდასხმებს საწინააღმდეგო ეფექტი ჰქონდა. სადაც პარტიზანები ფოკუსირებული იყვნენ გერმანული მომარაგების ხაზების განადგურებაზე, იქ საოკუპაციო ძალებმა ნაკლები რეპრესია მოაწყვეს, ნაკლები სახლი დაწვეს და ნაკლები ადამიანი მოკლეს".
ნაცისტური ნაწილები
რედაქტირება- 14th Waffen Grenadier Division of the SS Galicia (1st Ukrainian)
- 29th Waffen Grenadier Division of the SS RONA (1st Russian)
- 30th Waffen Grenadier Division of the SS (1st Belarussian)
- 30th Waffen Grenadier Division of the SS (2nd Russian)
- 36th Waffen Grenadier Division of the SS
- Einsatzgruppen
- Ukrainian Auxiliary Police
- Byelorussian Auxiliary Police
ცნობილი ნაცისტური პერსონალი
რედაქტირება- Erich von dem Bach-Zelewski
- Gustavs Celmiņš
- Oskar Dirlewanger
- Curt von Gottberg
- Konrāds Kalējs
- Bronislav Kaminski
- Wilhelm Kube
- Anthony Sawoniuk
- Karl Schäfer
- Jakob Sporrenberg
სხვა დანაყოფები და მონაწილეები
რედაქტირება- Army Group Centre
ჰოლოკოსტი
რედაქტირებაყველაზე დიდი ებრაული გეტო საბჭოთა ბელორუსიაში მეორე მსოფლიო ომის დასრულებამდე იყო მინსკის გეტო, რომელიც გერმანელებმა შექმნეს შეჭრის დაწყებიდან მალევე. ბელორუსიის ადრე ცნობილი მრავალრიცხოვანი ებრაელი მოსახლეობა, რომელმაც გაქცევით თავს ვერ უშველა, ტყვიით დაიღუპა ჰოლოკოსტის დროს. ნაცისტურ-საბჭოთა ოკუპირებულ პოლონეთში არსებული ებრაული გეტოების სია, რომელიც გრძელდებოდა აღმოსავლეთით საბჭოთა ბელორუსიის საზღვრამდე, შესაძლებელია ინახოს სტატიაში, სახელწოდებით "ებრაელთა გეტოები გერმანიის მიერ ოკუპირებულ პოლონეთში".
ოკუპაციის შემდგომ
რედაქტირებამოგვიანებით, 1944 წელს, გერმანელების მიერ გაწვრთნილი 30 ბელორუსი არეულობის მოსაწყობად თვითმფრინავიდან პარაშუტით ჩაეშვა საბჭოთა ფრონტის ხაზის უკან. ისინი ცნობილი იყვნენ, როგორც "Čorny Kot" ("შავი კატა") და მათ მიხაილ ვიტუშკა ხელმძღვანელობდა. თავდაპირველად, მათ გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს წითელი არმიის სიღრმეში არაორგანიზებულობის გამო. სხვა ბელორუსული ნაწილები კი ბელოვეჟის ტყეში შეიპარნენ და მათ 1945 წელს სრულმასშტაბიანი პარტიზანული ომი წამოიწყეს. მაგრამ "შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატმა" (NKVD) შეაღწია ამ დანაყოფებში და ისინი გააუვნებელყო 1957 წელს.
საერთო ჯამში, ბელორუსიამ მეორე მსოფლიო ომში დაკარგა ომამდელი მოსახლეობის მეოთხედი, რომელთა შორის იყო ინტელექტუალური ელიტა. განადგურდა დაახლოებით 9200 დასახლება და 1 200 000 საცხოვრებელი სახლი, ხოლო მთავარ ქალაქებში, როგორებიცაა მინსკი და ვიტებსკი, შენობა-ნაგებობებისა და ინფრასტრუქტურის 80%-ზე მეტი. გერმანელთა წინაშე მედგარი წინააღმდეგობისა და თავდაცვისთვის, დედაქალაქ მინსკს ომის შემდეგ მიენიჭა გმირი ქალაქის, ხოლო ბრესტის ციხეს - "გმირი ციხის" წოდება.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ The tragedy of Khatyn - Genocide policy. SMC Khatyn (2005). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-03-10. ციტირების თარიღი: 2023-03-28.
- ↑ Beorn, Waitman Wade. (2014). Marching into Darkness. Harvard University Press, გვ. 28. ISBN 978-0-674-72660-4.
- ↑ "Genocide policy". Khatyn.by. SMC "Khatyn". 2005.
- ↑ Great Patriotic War in Belarus | Belarus.by. www.belarus.by. ციტირების თარიღი: 2019-08-28
ლიტერატურა
რედაქტირება- Beorn, Waitman Wade (2014) Marching into Darkness: The Wehrmacht and the Holocaust in Belarus. Cambridge: Harvard University Press. ISBN 978-0674725508.
- Exeler, Franziska. "What Did You Do during the War?" Kritika: Explorations in Russian & Eurasian History (Fall 2016) 17#4 pp 805–835; examines popular behaviour in Byelorussia under the Germans, using oral history, letters of complaint, memoirs and secret police and party reports.
- Gerlach, Christian (2000) Kalkulierte Morde: die deutsche Wirtschafts- und Vernichtungspolitik in Weißrußland 1941 bis 1944. Hamburg: Hamburger Ed.. ISBN 3930908638.
- Marples, David R. (2014) "Our Glorious Past": Lukashenka's Belarus and the Great Patriotic War. Stuttgart: Ibidem-Verlag. ISBN 9783838206752.
- Mulligan, Timothy Patrick (1988) The Politics of Illusion and Empire: German Occupation Policy in the Soviet Union, 1942-1943. New York: Praeger. ISBN 978-0275928377.
- Rein, Leonid (2013) The Kings and the Pawns: Collaboration in Byelorussia during World War II. New York: Berghahn. ISBN 978-1782380474.
- Slepyan, Kenneth (2006) Stalin's Guerrillas: Soviet Partisans in World War II. Lawrence, Kan.: Univ. Press of Kansas. ISBN 978-0700614806.
- Snyder, Timothy (2012) Bloodlands: Europe between Hitler and Stalin. New York: Basic Books. ISBN 978-0465031474.
- Tec, Nechama (2009) Defiance: The Bielski Partisans, The Story of the Largest Armed Resistance by Jews During World War II. New York: Oxford University Press. ISBN 978-0195376852.
გარე ბმულები
რედაქტირება- Belarus at European Holocaust Research Infrastructure (EHRI)