ბელაია-კალიტვის ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ტაძარი
ბელაია-კალიტვის ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ტაძარი (რუს. Храм Введения во храм Пресвятой Богородицы) — მართლმადიდებლური ტაძარი ბელაია-კალიტვაში. მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს ვოლგოდონსკის ეპარქიას.
ბელაია-კალიტვის ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ტაძარი | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
რელიგიური კუთვნილება | რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | რუსეთი |
პროვინცია | როსტოვის ოლქი |
ადგილმდებარეობა | ბელაია-კალიტვა |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
ხუროთმოძღვრული სტილი | რეტროსპექტივიზმი |
თარიღდება | 1904-1905 |
მისამართი: რუსეთის ფედერაცია, როსტოვის ოლქი, ქ. ბელაია-კალიტვა, ბოლშაიის ქუჩა № 2.
ისტორია
რედაქტირებაკაზაკების პირველი დასახლება თანამედროვე ქალაქის ტერიტორიაზე იყო უსტ-ბელოკალიტვენსკაია, რომელიც დაარსდა 1703 წელს პეტრე I დიდის ბრძანებით. 40 წლის შემდეგ კაზაკებმა სტანიცაში ააშენეს ერთსაკურთხევლიანი ხის ეკლესია. იგი აკურთხეს ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელზე. ეკლესიის მრევლი ამ პერიოდისთვის მოითვლიდა 450 ადამიანს. 1866 წლიდან ტაძართან მუშაობდა სამრევლო სკოლა. აღნიშნული ეკლესია კვლავ მუშაობს 1890 წლისთვის.
დროთა განმავლობაში ტაძარი დაძველდა და უკვე მრევლსაც აღარ ჰყოფნიდა არსებული ფართი. სტანიცის ადგილობრივმა ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა აეშენებინათ ახალი, ქვის სამსაკურთხევლიანი ეკლესია. ქვის ეკლესია ააგეს 1904-1905 წლებში. ეკლესიის მარჯვენა საკურთხეველი წინასწარმეტყველ ელიას სახელზე აკურთხეს, მარცხენა კი ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის, მირონ-ლუკიის მთავარეპიკოპოსის სახელზე.
ეკლესია დაიხურა 1930-იან წლებში, მას მოხსნეს გუმბათი და ჯვარი, ჩამოიღეს კანკელი, დაანგრიეს სამრეკლო.
მეორე მსოფლიო ომის დროს აღდგა ღვთისმსახურება, მაგრამ 1961 წელს ეკლესია კვლავ დაიხურა. მასში განათავსეს პიონერთა სახლი, ახლოს კი დადგეს ლენინის ძეგლი.
ეკლესიის შენობა აღადგინეს და მორწმუნეებს დაუბრუნეს 1988 წელს. დაიწყო მისი რესტავრაცია.
ამჟამად ეკლესიაში გახსნილია ბიბლიოთეკა, მუშაობს საკვირაო სკოლა. ეკლესიის წინამძღვარია ვლადიმირი (გნოევოი).
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Белая Калитва. Церковь Введения во храм Пресвятой Богородицы.
- Приходы დაარქივებული 2017-11-11 საიტზე Wayback Machine. . Волгодонская епархия.
- Приход храма Введения во храм Пресвятой Богородицы