ლუდვიგ ბეკი
(გადამისამართდა გვერდიდან ბეკი, ლუდვიგ)
ლუდვიგ აუგუსტ თეოდორ ბეკი (გერმ.: Ludwig August Theodor Beck) (დ. 29 ივნისი 1880, ვისბადენი — გ. 20 ივლისი 1944, ბერლინი) — გერმანელი სამხედრო მოღვაწე, „ვერმახტის“ გენერალ-პოლკოვნიკი, „ვიდერშტანდის“ ერთ-ერთი ორგანიზატორი.
ბიოგრაფია
რედაქტირება- 1880 — 29 ივნისი: გერმანელ მრეწველ ლუდვიგ ბეკსა და მის მეუღლეს ბერთა დრაუტს (გერმ. Bertha Draudt) შეეძინათ ვაჟი ლუდვიგი.
- 1898 — სკოლის დამთავრების შემდგომ ლუდვიგ ბეკი პრუსიის არმიაში შევიდა ეფრეიტორის სამხედრო წოდებით.
- 1899 — მას მიენიჭა ლეიტენანტის წოდება.
- 1908 – 1911 — სწავლობდა ბერლინის სამხედრო აკადემიაში.
- 1913 — ბეკს მიენიჭა კაპიტნის წოდება და გადაყვანილ იქნა დიდ გენერალურ შტაბში სამუშაოდ.
- 1914–1918 — პირველი მსოფლიო ომის დროს იგი დასავლეთის ფრონტის სხვადასხვა მონაკვეთებზე გენშტაბის ოფიცრად მსახურობდა.
- 1916 — ლუდვიგ ბეკმა იქორწინა ამალი პაგენშტეხერზე (გერმ. Amalie Pagenstecher), რომელიც ქორწინებიდან ერთი წლის შემდგომ მოულოდნელად გარდაიცვალა.
- 1918 — მიენიჭა მაიოორის სამხედრო წოდება.
- 1919 — ლუდვიგ ბეკი შევიდა „რაიხსვერში“, რომელშიც გენერლის წოდებამდე იმსახურა.
- 1933 — დანიშნულ იქნა რაიხსვერის სამინისტროს ჯარების განყოფილების უფროსად.
- 1935 — დაწინაურებულ იქნა ახლადჩამოყალიბებულ „ვერმახტში“ „ჰეერის“ გენშტაბის შეფის თანამდებობაზე. იმავე წელს მიენიჭა არტილერიის გენერლის სამხედრო წოდება.
- 1937 — თავის მემორანდუმში გააკრიტიკა ჰიტლერის ჩეხოსლოვაკიაზე თავდასხმის გეგმა. იგი ქვეყნის დაპყრობას არ გამორიცხავდა, მაგრამ ამას 1940 წლამდე მიზანშეუწონლად მიიჩნევდა.
- 1938 — თებერვალი — ფრიჩ-ბლომბერგის სკანდალის შემდგომ მან ჰიტლერის დაპყრობითი გეგმების ჩაშლის მიზნით გენშტაბის გენერლების მობილიზირებას მოახდიანა.
- აგვისტო — ჩეხოსლოვაკიის დაპყრობის გეგმის ჩაშლისა და ომის დაწყების შემთხვევაში ბეკის გეგმა ითვალისწინებდა ჰიტლერის ძალაუფლებიდან ჩამოშორებას. მიუნხენის შეთანხმებამ პუტჩის გეგმა ჩაშალა. ლუდვიგ ბეკი თანამდებობიდან გადადგა და პენსიაზე გავიდა.
- 1939 – 1944 — ბეკი ძირითადად დაკავებული იყო ჰიტლერის ხელისუფლების მოწინააღმდეგე ელემენტების კონსოლიდაციის საქმით. კარლ ფრიდრიხ გიორდელერთან ერთად იგი „ვიდერშტანდის“ მეთაური გახდა და ჰიტლერზე პუტჩის რამდენიმე გეგმა შეიმუშავა.
- 1944 — 20 ივლისი: პიტლერზე მოწყობილი წარუმატებელი პუტჩის შემდგომ ბოკის მიერ ორგანიზირებული სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა ასევე წარუმატებლად დასრულდა. იგი დაპატიმრებულ იქნა „ვერმახტის“ ჯარისკეცების მიერ. თვითკვლელობის ორი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ ლუდვიგ ბეკი «ვერმახტის» ერთ-ერთი ფელდვებელის მიერ იქნა მოკლული.