ბეირუთის ტერაქტი (2012)
ბეირუთის ტერაქტი — ტერორისტული აქტი ბეირუთში, რომელიც განხორციელდა 2012 წლის 19 ოქტომბერს და მიმართული იყო ლიბანის შიდა უსაფრთხოების ძალების დაზვერვის ჯგუფის ხელმძღვანელის, გენერალ ვისამ ალ-ჰასანის წინააღმდეგ. ასაფეთქებელ ნივთიერების აფეთქების შედეგად, რომელიც ავტომობილში იყო დამონტაჟებული 8 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ვისამ ალ-ჰასანი, ასზე მეტი დაშავდა, ბევრი შენობა და ათობით ავტომანქანა მნიშვნელოვნად დაზიანდა.
ბეირუთის ტერაქტი | |
---|---|
მდებარეობა | ბეირუთი, ლიბანი |
თარიღი | 19 ოქტომბერი, 2012 |
სამიზნე | ვისამ ალ-ჰასანი |
დაღუპულები | 8 ადამიანი |
არასასიკვდილო დაზიანებები |
100 ადამიანი |
ბეირუთის ტერაქტი იყო უმსხვილესი, რომელიც განახორციელდა ლიბანის დედაქალაქში ბოლო ოთხი წლის განმავლობაში. დამკვირვებლები ამ ტერორისტულ აქტს მეზობელ სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომს უკავშირებენ, რომელიც უკვე წელიწადნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა.