ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ბეირბრე დე ბრუნი (დაბადებული 1954 წლის 10 იანვარს) არის ყოფილი ირლანდიული შინ ფეინის პოლიტიკოსი, რომელიც იყო ევროპარლამენტის წევრი ჩრდილოეთ ირლანდიიდან 2004-დან 2012 წლამდე.[1]

ბეირბრე დე ბრუნი
დაბადების თარიღი

1954 წლის 10 იანვარი (70 წლის)

ტირენური, დუბლინი, ირლანდია
ალმა-მატერი

დუბლინის საუნივერსიტეტო კოლეჯი,

დედოფლის ბელფასტის უნივერსიტეტი
პროფესია პოლიტიკოსი, მასწავლებელი
პარტია შინ ფეინი

პოლიტიკური კარიერა

რედაქტირება

ბეირბრე დე ბრუნი დაიბადა დუბლინში, კერძოდ, ტირენურის გარეუბანში 1954 წლის 10 იანვარს, ხოლო პოლიტიკური კარიერა დაიწყო ციხეების პრობლემების წინააღმდეგ მიმართულ ეროვნულ კომიტეტში 1970-იანი წლების ბოლოსა და 1980-იანი წლების დასაწყისში (ინგლ. National Committee Against the H-Blocks & Armagh Gaol). კომიტეტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა ციხეში ქალთა მიმართ მოპყრობის საკითხებს.[2] დე ბრუნი გახდა შინ ფეინის უმაღლესი საბჭოს ადრეული წევრი, ხოლო 1998 წელს - ჩრდილოეთ ირლანდიის საკანონმდებლო ასამბლეის წევრი, სადაც წარმოადგენდა დასავლეთ ბელფასტს. დე ბრუნი იკავებდა ჯანმრთელობის, სოციალური მომსახურებისა და საჯარო უსაფრთხოების მინისტრის თანამდებობას.

ბეირბრე დე ბრუნი პროფესიით არის მასწავლებელი, რომელიც ასწავლიდა ირლანდიურ საშუალო საგანმანათლებლო სექტორში, დასავლეთ ბელფასტის ტერიტორიაზე. ასევე, იგი ცნობილია ირლანდიური ენის მიმართ ერთგულებით და მუშაობდა ფრანგული და გერმანული ენის მასწავლებლად. იგი ცხოვრობდა ბელფასტის, კერძოდ, ანდერსონსთაუნის ტერიტორიაზე ადრეული 1980-იანი წლების განმავლობაში. დე ბრაუნი ირლანდიული ენის კარგი მოსაუბრე და ადამიანის უფლებებსა და თანასწორობის საკითხებში ექსპერტია. ასევე, დე ბრაუნი არის შინ ფეინის მომლაპარაკებელთა წევრი, რომელიც მოგზაურობდა საერთაშორისო მასშტაბით, სხვადასხვა ადგილებში, რათა ირლანდიური სამშვიდობო პროცესისთვის რეკლამირება გაეწია.[3]

ბეირბრე დე ბრუნი იყო გარემოსა და პეტიციების კომიტეტის წევრი ევროპარლამენტში და რეგიონული განვითარების კომიტეტის წევრის შემცვლელი. 2004 წლის ევროპის არჩევნებიდან მოყოლებული, დე ბრუნი გახდა შინ ფეინის ორი ევროპარლამენტარიდან ერთ-ერთი და შინ ფეინის პირველი პოლიტიკოსი, რომელმაც ევროპარლამენტში წარადგინა ჩრდილოეთ ირლანდია. იგი იკავებდა ევროპული გაერთიანებული მემარცხენე-ნორდიკული მწვანე მემარცხენეების ადგილს. იგი ლიდერობდა ჩრდილოეთ ირლანდიის ოლქში გამართულ 2009 წლის ევროპარლამენტის არჩევნებს, პირველად - ნაციონალისტური ან რესპუბლიკური პარტიიდან.

აგრეთვე, იგი ირლანდიური ენისა და მისი გლობალური მასშტაბით გამოყენების ძლიერი მხარდამჭერი იყო და წარმოადგენდა ერთადერთ ევროპარლამენტარს, რომელიც პირველ ენად იყენებდა ირლანდიურს. შესაბამისად, ინგლისურ ენაზე იშვიათად აკეთებდა მოხსენებებს პარლამენტში.

ბეირბრე დე ბრუნი ევროპარლამენტში რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის წევრი იყო და იკავებდა გარემოს კომიტეტის წევრის შემცვლელის პოზიციას. ევროპარლამენტის შიგნით, დე ბრუნი აქცენტს აკეთებდა გარემოსდაცვით საკითხებზე[4] და ევროკავშირის დელეგაციის წევრის სახით, მონაწილეობას იღებდა 2011 წლის დურბანის კლიმატის ცვლილების კონფერენციაში. იგი კრიტიკულად იყო განწყობილი კონფერენციის საბოლოო ანგარიშის მიმართ და ამბობდა: "ჩვენ გვჭირდება იმის აღიარება, რომ დურბანიდან მიღებული საუკეთესო შედეგის შემთხვევაშიც კი, მოგზაურობისთვის საჭირო გზა მხოლოდ ნახევარი მანძილით შემცირდება."[5]

ბეირბრე დე ბრუნმა ევროპარლამენტი დატოვა 2012 წლის მაისში "პირადი მიზეზების" გამო, თუმცა, როგორც დაიწერა, პარტიის საქმიანობაში აქტიურობის შენარჩუნება განიზრახა.[6] ჩრდილოეთ ირლანდიის საკანონმდებლო ასამბლეაში მისი მემკვიდრე გახდა მარტინა ანდერსონი.[7]

  1. Bairbre de Brún დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 აპრილი 2015. ციტირების თარიღი: 23 თებერვალი 2024. EU Parliament website.
  2. sinnfein. Bairbre de Brún MEP – Six County. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 მაისი 2010. ციტირების თარიღი: 8 March 2010.
  3. European Parliament. Your MEP's Bairbre de Brún. European Parliament. ციტირების თარიღი: 8 March 2010.
  4. Agenda NI. (20 December 2011) Bairbre de Brún – greening the recovery. Agenda NI. ციტირების თარიღი: 9 May 2012.
  5. Conference backs 'fragile' deal on climate change დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 დეკემბერი 2011. ციტირების თარიღი: 23 თებერვალი 2024.Irish Times, 12 December 2011.
  6. BBC (3 May 2012). „Sinn Fein's Bairbre de Brun stepping down as MEP“. BBC News. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 May 2012. ციტირების თარიღი: 9 May 2012.
  7. BBC. „Sinn Fein reshuffle as Martina Anderson takes on MEP role“. BBC News. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 May 2012. ციტირების თარიღი: 9 May 2012.

სასარგებლო ბმულები

რედაქტირება