ბეიაზით (ბეიაზ) ოზთურქი (თურქ. Beyazıt Öztürk; დ. 12 მარტი 1969, ბოლუ, თურქეთი) — თურქი მსახიობი, შოუმენი, პროდიუსერი და იუმორისტი.[2]

ბეიაზით ოზთურქი
Beyazıt Öztürk
დაბადების თარიღი 12 მარტი, 1969 (1969-03-12) (55 წლის)
ბოლუ
თურქეთის დროშა თურქეთი
ეროვნება თურქი
მოქალაქეობა თურქეთის დროშა თურქეთი
ეთნიკურად ქართველი
განათლება ანადოლუს უნივერსიტეტი
საქმიანობა მსახიობი
იუმორისტი
კინოპროდიუსერი
აქტიური 1995-დან დღემდე
სიმაღლე 1.85 მ[1]
წონა 80 კგ[1]
მშობლები მამა: ალი რიზა ოზთურქი
დედა: ნურთენ ოზთურქი
საიტი ოფიციალური ვებ-გვერდი

ბიოგრაფია

რედაქტირება
 
Beyaz Show-ის სტუდია 2013 წელს

დაიბადა 1969 წლის 12 მარტს თურქეთის ქალაქ ბოლუში[3]. ბეიაზითი მამის მხრიდან ქართველია[4]. მამა პოლიციელი, ხოლო დედა დიასახლისი იყო. დაამთავრა ანადოლუს უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტი.

უნივერსიტეტში სწავლასთან ერთად, მუშაობდა ესქიშეჰირის რადიოში. 1996 წლიდან დღემდე წამყვანია თურქეთის ყველაზე პოპულარულ შოუს — Beyaz Show-ის, რომელიც გადის Kanal D-ზე[5].

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება