ბევრეთის ნამოსახლარი
არქეოლოგიური ძეგლი საქართველოში
ბევრეთის ნამოსახლარი — არქეოლოგიური ძეგლი მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბევრეთის ჩრდილო-დასავლეთით, სოფლის ცენტრიდან 300 მეტრზე, მდინარე დიღმურას მარცხენა ნაპირზე. თარიღდება ფეოდალური ხანით. ტყით დაფარულ ნამოსახლარზე შემორჩენილია ნატეხი და რიყის ქვით ნაგები შენობების ნაშთები.
ლიტერატურა
რედაქტირება- გვენეტაძე ჯ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 271.