დიღმურა
დიღმურა, დიღმურა წითელი — ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში ქართლიდან.
დიღმურას სუფთა ნარგავები აღარ არსებობს, მაგრამ შერეული სახით არის კასპისა და მცხეთის მუნიციპალიტეტების სოფლების ვენახებში.
ბოტანიკური აღწერა
რედაქტირებაზრდასრული ფოთოლი საშუალო ან მცირე ზომისაა, გულისებრი ფორმის. ფოთლის ქვედა მხარე შებუსულია თხელ აბლაბუდისებრად. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, ცილინდრული ფორმის. გვხვდება მხრებიანი კონუსური ფორმის მტევნებიც. საშუალო სიკუმსისაა ან კუმსი. მარცვალი წვრილია, მომრგვალო, მუქ-წითლად შეფერილი. თხელი კანი ცვილისებრი ფიფქით უხვადაა დაფარული. რბილობი წვნიანია. დიღმურა შავი საშუალო ზრდისა და უხვმოსავლიანია. სრულ სიმწიფეში სექტემბრის ბოლოს შედის, მტევნის წონა 120-140 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა 6.6-7.0 ტონა. სრული სიმწიფის პერიოდში ყურძნის შაქრიანობა აღწევს 18-19%-ს, ხოლო მჟავიანობა — 6-7.5 გ/ლ-ს.
მიიღება სუფრის წითელი მშრალი ღვინო. მას ასევე სხვა ჯიშებთან საკუპაჟედ იყენებენ.
ლიტერატურა
რედაქტირება- უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 107