ბედუმი (ნიდერლ. Bedum) — ქალაქი და მუნიციპალიტეტი ჩრდილო-აღმოსავლეთ ნიდერლანდებში, გრონინგენის პროვინციაში. 2013 წლის მონაცემებით, ბედუმის მოსახლეობა შეადგენს 10,490[4] მაცხოვრებელს და ამგვარად ის ითვლება გრონინგენის რამდენიმე ქალაქ-თანამგზავრთაგან ერთ-ერთ უმსხვილესად. ბედუმში მდებარეობს სამი სუპერმარკეტი, რამდენიმე პაბი და ცნობილი „დახრილ კოშკიანი ეკლესია“.

ქალაქი
ბედუმი
Bedum
Bedum Walfriduskerk.jpg
წმ. ვალფრიდუსის ეკლესია
დროშა გერბი
Flag of Bedum.svg Bedum wapen.svg

ქვეყანა ნიდერლანდების დროშა ნიდერლანდები
რეგიონი გრონინგენი
კოორდინატები 53°18′00″ ჩ. გ. 6°36′00″ ა. გ. / 53.30000° ჩ. გ. 6.60000° ა. გ. / 53.30000; 6.60000
მერი ჰენკ ბეკერი[1]
ფართობი 44.96 [2] კმ²
ცენტრის სიმაღლე −1 მეტრი
მოსახლეობა 10,490 კაცი (2013)
სიმჭიდროვე 235 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
სატელეფონო კოდი 050
საფოსტო ინდექსი 9780–9789, 9959[3]
ოფიციალური საიტი bedum.nl
ბედუმი — ნიდერლანდები
ბედუმი

ბედუმში დაიბადა ფეხბურთელი არიენ რობენი (23 იანვარი, 1984)
ბედუმს გააჩნია რკინიგზის სადგური - ბედუმის რკინიგზის სადგური

დახრილი კოშკირედაქტირება

ბედუმის წმ. ვალფრიდუსის ელესიის 36 მეტრიანი კოშკი მიჩნეულია როგორც პიზის კოშკზე გაცილებით დიდი კუთხით დახრილ კოშკად. იმ შემთხვევაში, თუ პიზის და ბედუმის კოშკები თანაბარი სიმაღლის იქნებოდნენ, ბედუმის კოშკი პიზაზე 6 სანტიმეტრით მეტად იქნებოდა გადახრილი.[5]

იხილეთ აგრეთვერედაქტირება

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

სქოლიორედაქტირება