ბედიის წარწერები
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|ბედიის წარწერები}} |
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
ბედიის წარწერები — სხვადასხვა დროს შესრულებული ქართული ასომთავრული წარწერები ბედიის ტაძარზე, სამრეკლოსა და საეპისკოპოსო პალატაზე. ცნობილია, 4 ასეთი წარწერა.
ისტორია
რედაქტირებამარი ბროსეს ცნობით 1849 წელს ბედიის მონასტრის დასავლეთის კედლის ერთ-ერთ კუთხის ქვაზე ამოკვეთილი ყოფილა წარწერა, რომელიც სამწუხაროდ არსად ჩანს. დიდი ალბათობის ის განადგურდა XIX საუკუნის მეორე ნახევარში ტაძრის მოპირკეთებისა და განახლების დროს. მისი ტექსტი ასეთია: „წმინდაო ღვთისმშობელო, მეოხ ექმენ წმიდისა ამის საყდრისა ამშენებელს, გალატოზთაუხუცეს სჳმეონს“. აღნიშნული წარწერა, თავისი შინაარსით ბედიის ტაძრის აგების თანადროულია და ამიტომ X საუკუნით უნდა დათარიღდეს. აგრეთვე მარი ბროსეს ცნობით, ბედიის მონასტერში, დასავლეთით მდებარე სამრეკლოს აღმოსავლეთ შესასვლელის თავზე ჩასმული ყოფილა ფილა, რომელზეც ასომთავრულით იყო შესრულებული წარწერა. მან, ეს წარწერა ფრაგმენტულად გამოაქვეყნა, როგორც ჩანს იგი დაზიანებული იყო იმ დროისათვის, დღეს კი საერთოდ გამქრალია. მარი ბროსეს მიერ გამოქვეყნებული მასალა ინახება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, კერძოდ თედო ჟორდანიას პირად საარქივო ფონდში №393. წარწერა ასე შეიძლება წავიკითხოთ: „[† ღმერთო, შეიწყალე სული ამის] მაშენებლისა ნიკოლაოზ კათალიკოზისა და სოფრონ ბედიელისა - გონგლიბაჲსძეთასა; შეიწყალენ ღმერთმან“.