ბაჰრეინის დაბომბვა იტალიის საჰაერო ძალების მიერ მეორე მსოფლიო ომის დროს

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.
ბაჰრეინის დაბომბვა იტალიის საჰაერო ძალების მიერ მეორე მსოფლიო ომის დროს
მეორე მსოფლიო ომის ნაწილი

bombdamSeni Savoia-Marchetti SM.82
თარიღი 19 ოქტომბერი 1940
მდებარეობა ბაჰრეინი, მანამა
შედეგი იტალიის გამარჯვება
მხარეები
იტალიის სამეფო ბრიტანეთის იმპერიის დროშა ბრიტანეთის იმპერია

ბაჰრეინის დროშა ბაჰრეინი

მეთაურები
ეტორე მუტი უცნობია
ძალები
Savoia-Marchetti SM.82s უცნობია
დანაკარგები
დანაკარგების გარეშე ბაჰრეინში ნავთობის წარმოების ობიექტების დაზიანება. ქალაქ დაჰრანის მცირე დაზიანება (საუდის არაბეთი).

ბაჰრეინის დაბომბვა იტალიის საჰაერო ძალების მიერ მეორე მსოფლიო ომის დროს —ერთადერთი საჰაერო თავდასხმა, რომელიც განხორციელდა 1940 წლის 19 ოქტომბერს ბაჰრეინის სახელმწიფოზე, რომელსაც იმ დროს ბრიტანეთის იმპერია აკონტროლებდა. იტალიის სამეფო საჰაერო ძალების (Regia Aeronautica) მიზანი იყო ბაჰრეინის ნავთობის მწარმოებელი ტერიტორიების განადგურება. ერთადერთი სამხედრო ოპერაცია მეორე მსოფლიო ომის ისტორიაში ერთ-ერთი იტალიის უშუალო მონაწილეობით, რომელიც ჩატარდა სპარსეთის ყურეში.[1]

წინაისტორია

რედაქტირება

ჯერ კიდევ 1871 წელს ბრიტანეთის იმპერიამ დაამყარა პროტექტორატი ბაჰრეინზე. ბაჰრეინის შეიხმა ქვეყნის საგარეო საქმეებზე კონტროლი დაუთმო ბრიტანეთის მთავრობას სამხედრო დაცვის სანაცვლოდ. 1932 წელს ბაჰრეინის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს ნავთობი კომერციული რაოდენობით და მალევე დაიწყო მისი ექსპორტი, ხოლო ამერიკულმა კომპანიებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს ნავთობის წარმოებაში. 1935 წლიდან ბაჰრეინზე გაჩნდა ბრიტანეთის პირველი მუდმივი სამხედრო ბაზა.

1940 წლის 10 ივნისს იტალიის სამეფომ, როგორც გერმანიის მოკავშირემ, ომი გამოუცხადა საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთს. იტალიის შეჭრა საფრანგეთში ხანმოკლე იყო. ფრანგებმა გერმანიასთან კომპიენის ტყეში დადებული ზავიშ შემდეგ, ხელი მოაწერეს ზავს იტალიელებთან 25 ივნისს. ამრიგად, იტალიელთა სამხედრო დაპირისპირება მთლიანად გადავიდა ბრიტანელებზე და მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე ხმელთაშუა ზღვაში, ჩრდილოეთ აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში.

1940 წლის ზაფხულში იტალიის ფაშისტურმა ლიდერმა და პრემიერ მინისტრმა ბენიტო მუსოლინიმ მიიღო ბაჰრეინის ნავთობის საბადოების განადგურების გეგმა, რათა  შეეფერხებინა ნავთობის მიწოდება ბრიტანეთის ფლოტისთვის. გეგმა წარადგინა იტალიელმა საცდელმა პილოტმა, საჰაერო ძალების კაპიტანმა პაოლო მოზიმ.[2]

თავდასხმა ბაჰრეინსა და დაჰრანზე (საუდის არაბეთი)

რედაქტირება

1940 წლის 19 ოქტომბრის დილით, ოთხი იტალიური ბომბდამშენი  Savoia-Marchetti SM.82s  თავს დაესხა ამერიკულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ბაჰრეინზე, გარდა ამისა, ბომბდამშენები თავს დაესხნენ საუდის არაბეთის მიმდებარე ქალაქ დაჰრანს, თუმცა  მას მხოლოდ მცირე ზიანი მიაყენეს ( არის ვერსია, რომ დაჰრანზე თავდასხმა შეცდომით იყო განხორციელებული).

სპარსეთის ყურეში, ქალაქ მანამაში, ბრიტანეთის მიერ კონტროლირებად ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დასარტყმის განსახორციელებლად, იტალიურმა ბომბდამშენებმა საბერძნეთის კუნძულ როდოსიდან 4200 კმ (2610 მილი) ფრენა განახორციელეს, რაც 15 საათს გაგრძელდა 270 კმ/სთ სიჩქარით ( შესაძლოა ეს გახლდათ ასეთი დაბომბვის მისიის რეკორდი). თითოეული თვითმფრინავი ატარებდა 1500 კგ ბომბს. ოპერაციის შედეგი მეტ-ნაკლებად წარმატებული იყო, სამიზნე მოულოდნელად აიღეს, იტალიელი ბომბდამშენები უპრობლემოდ გაფრინდნენ იტალიურ ერიტრეაში, სადაც დაეშვნენ ზულას აეროდრომზე.

რეიდის დროს ჩამოაგდეს 132 საჰაერო ბომბი, რომელთაგან თითოეული 15 კილოგრამი იყო და სერიოზულად დაზიანდა ორი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა.[3]

ავიაიერიში ბაჰრეინზე  ბრიტანელებისთვის სრული მოულოდნელობა იყო. ვერავინ წარმოიდგენდა, რომ იტალიური ბომბდამშენები ასე შორს ფრენას შეძლებდნენ. ამ მომენტამდე იტალიელთა ავიაიერიშის ერთ-ერთი ყველაზე უკიდურესი წერტილი მხოლოდ ბრიტანეთის სამანდატო პალესტინის ტერიტორია გახლდათ, ხოლო ბაჰრეინი ამ ადგილიდან 1600 კილომეტრზე მეტ მანძილზე მდებარეობდა.

ოფიციალურმა რომმა გამოაცხადა, რომ მათმა ბომბდამშენებმა დაამყარეს ახალი რეკორდი, დაფარეს 3000 მილი კუნძულ როდოსზე მდებარე ბაზებიდან.[4]

შედეგები

რედაქტირება

ბაჰრეინის რეიდთან თან ერთად   იტალიამ განახორციელა  სხვა იერიშები  შორ მანძილზე  ეთიოპიასა და ერიტრეაში. პოლკოვნიკმა მუტიმ 1943 წლის ზაფხულისთვის ნიუ-იორკის დაბომბვა დაგეგმა, მაგრამ იმავე წლის ივლისში იტალიაში განვითარებული მოვლენებისა და ქვეყნის შემდგომი კაპიტულაციის გამო, გეგმა არ განხორციელდა. ასევე ერთ-ერთი მოვლენა იყო ფრენა რომსა და ტოკიოს შორის 1942 წლის ზაფხულში, შუალედური დაშვებით სსრკ-ს ოკუპირებულ ტერიტორიაზე.[5][6]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Lembo, Daniele. SIAI SM.82 Marsupiale. «Aerei Nella Storia», Issue 22. Parma, Italy: West-ward Edizioni, 2002, p. 10-31.
  1. "Missione Bahrein". დაარქივებული 2016-08-02 საიტზე Wayback Machine. Archived from the original on 2 August 2016. Retrieved 31 May 2016.
  2. "History of the Bahrain bombing (in Italian)". დაარქივებული 2016-08-02 საიტზე Wayback Machine. Archived from the original on 2 August 2016. Retrieved 27 February 2012.
  3. "In the Air: Daily Damage". Time. 4 November 1940.
  4. "Italian Raid on Manama 1940 – Comando Supremo". 15 June 2010. Retrieved 31 May 2016.
  5. "Southern Theatre: Record Raid". Time. 28 October 1940.
  6. "The Secret Italian Air Raid Rome-Tokyo – Summer 1942". Retrieved 31 May 2016.