ბაჰარდენის მღვიმეკარსტული მღვიმე სამხრეთ-დასავლეთ თურქმენეთში, ქალაქ ბაჰარლიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 19 კილომეტრში და ქალაქ აშხაბადიდან 120 კილომეტრში. მდებარეობს ქოფეთდაღის ფარგლებში, ქოუს ქედზე, დუგუნის მთის წიაღში. წარმოადგენს კირქვებში გამომუშავებულ ერთ დიდ დარბაზს. აქვს 5 შესასვლელი. სიგრძე 250 მ, სიგანე 50 მ, სიღრმე 69 მ, სიმაღლე 26 მ-მდე, მოცულობა 75 ათ. მ³.[1] აქვს დახრილი ფსკერი, რომელზედაც იმყოფება კირქვის ნატეხები და გუანო. მღვიმის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს მიწისქვეშა ტბა ქიოვ-ათა, რომლის მაქსიმალური სიღრმეა 14 მ. მისი წყალი გოგირდოვანია და აქვს მუდმივი ტემპერატურა 37 °C.

ბაჰარდენის მღვიმე
ბაჰარდენის მღვიმე
ბაჰარდენის მღვიმე
კოორდინატები: 38°18′04″ ჩ. გ. 57°31′06″ ა. გ. / 38.30111° ჩ. გ. 57.51833° ა. გ. / 38.30111; 57.51833
ქვეყანა თურქმენეთის დროშა თურქმენეთი
სიგრძე 250 მ
სიღრმე 69 მ
შესასვლელთა რაოდენობა 5
განათება ელექტრული
ამგებელი ქანები კირქვა
ბაჰარდენის მღვიმე — თურქმენეთი
ბაჰარდენის მღვიმე

მღვიმეში გვხვდება ღამურები, მღრღნელები, მტრედი, წითელნისკარტა მაღრანი, ჩვეულებრივი ყაპყაპი. აქვე ბინადრობს უხერხემლოთა დაახლოებით 50-მდე სახეობა. გუანოს ფართობია 1300 მ², ხოლო მოცულობა აჭარბებს 670 მ³-ს. იგი ეროვნული კურორტია. ელექტრიფიცირებულია. მღვიმეში იმართება ექსკურსიები და ცურაობა ნავებზე. ბანაობა.

ბაჰარდენის მღვიმე ცნობილია XVIII საუკუნიდან.[2] პირველი სამეცნიერო ცნობები მღვიმისა და მიწისქვეშა ტბის არსებობის შესახებ გაჩნდა 1886 წელს.[3] 1896 წელს ბეჭდვით სიტყვაში დაიბეჭდა პუბლიკაცია, რომელმაც აშხაბადელებს გააცნო მღვიმე და მიწისქვეშა ტბა; მას შემდეგ ამ ადგილს ნახულობდნენ აშხაბადიდან და მისი მიდამოებიდან. 1976 წელს მღვიმე შეისწავლეს გეოლოგებმა და სპელეოლოგებმა. ვიქტორ დუბლიანსკიმ შეადგინა მღვიმის აღწერა.