ბაჯითის სამების ეკლესია

ბაჯითის სამების ეკლესიაეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლი იმერეთის მხარეში, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაჯითში.

ბაჯითის სამების ეკლესია

ბაჯითის სამების ეკლესია

ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
მუნიციპალიტეტი საჩხერის რაიონი
ადგილმდებარეობა სოფ. ბაჯითი
ფუნქციური სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება X-XI სს.
დეტალები
მასალა თლილი ქვა და კირი

ბაჯითის სამების ძველი ეკლესია ერთნავიანი მცირე ბაზილიკაა. აგებულია თლილი ქვისა და კირისგან. ძეგლზე გიორგი ბოჭორიძის მუშაობის დროს ტაძრის სიძველეები იყო: კარედი ხატიდან დარჩენილი შუა ნაწილი უკარებოდ ფიცარზე ნახატი ხატებით ხარებისა, შობისა და სხვ., რომლის ზომებიცაა 26 სმ X 19,5 სმ, და დაზიანებული, ნათლისმცემლის ხატი, რომელიც ფიცარზეა დახატული (ზომები: 11,25 სმ X 8,75 სმ), ხუცურად ნაწერი, ფურცელნაკლები კურთხევანი.

ბაჯითის სამების ეკლესია X-XI სს.-ით თარიღდება. ეკლესიაზე არის ცხრასტრიქონიანი ლაპიდარული წარწერა, რომელიც ნუსხურითაა შესრულებული. სამხრეთის კარის მარჯვნივ წარწერა შემდეგნაირად იკითხება:

[წ(წმიდა)ო სა]მებ-

აო ... მედ-

...... მისე

...... სამ[ე]

5.ბ(ი)ს .. შუაი

დიყ .. ესექ

[ვაი] ან .. მ

და

კარის მარცხენა მხარეს წარწერა შემდეგნაირად იკითხება:

წ(მიდა)ო სამებ-

აო შ(ეიწყალ)ე გ(იორგ)ი

....უც(?) ეკ[ლ]ეს

...... აე

დასავლეთის სარკმლის მარჯვნივ შემდეგი წარწერაა:

............[1]

გჲ(ორ)გი ესე ქ-

ვაი მ(ა)თ მა-

(ი)კჲ და

სარკმლის მარცხენა მხარეს წარწერა ასე გამოიყურება:

....ყოშ. მ.

... ეა. მ-

ისი (ა)რს ქ(რისტ)ე, შ(ეიწყალ)ე

გ(იორგ)ი.

ამ წარწერის სამხრეთით კიდევ ერთი წარწერაა:

............

............

....მ...ლით

...ამას ეკლესიას

5. ... ირ ველს ავუ

... ძეგლის მე შა(ლ)ვამან დავ-

დევ

ქ(რისტ)ე, შ(ეიწყალ)ე.

კიდევ ერთი წარწერა სამხრეთის კოზმიდზეა გაკეთებული:

............

.ე..ვანე

და....

2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, ბაჯითის სამების ეკლესიას ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია მიენიჭა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ბოჭორიძე, გ. (1995). იმერეთის ისტორიული ძეგლები. „მეცნიერება“, თბილისი. გვ, 216-218. ISBN 5-520-01575-9.

რესურსები ინეტერნეტში

რედაქტირება
  1. ამ სტრიქონზე ასოების ზედა ნაწილი მთლიანად წაჭრილია