ბახმაროს საცხოვრებელი სახლი
ბახმაროს საცხოვრებელი სახლი — კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი საქართველოში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დაბა ბახმაროში. სახლი აშენებულია XX საუკუნის 30-იან წლებამდე.
სახლი ეკუთვნოდა აჭარის ავტონომიური სსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს. საბჭოთა პერიოდში სახლი გარკვეული პერიოდის განმავლობაში იყო სახელმწიფოს საკუთრებაში და ფუნქციონირებდა სასტუმრო. ამჟამად კერძო პირის საკუთრებაა.
სახლი დგას შემაღლებულ ადგილას, შენობაში ასავლელად მოწყობილია ქვის საფეხურიანი კიბე. პირველი სართული ქვითაა ნაშენი, დანარჩენი ორი სართული ხისაა და შეღებილია მწვანედ. მარჯვენა და მარცხენა გვერდს აქვს ხის კარ-ფანჯარა ხისავე დარაბებით. ნაგებობის წინა მხარე სამ სართულიანია. ხის ავთენტური ფანჯრები შეცვლილია მეტალო-პლასტმასის ფანჯრებით. შენობა დახურულია წითელი ფერის თუნუქით. უკანა მხარეს შენობას აქვს მინაშენი, რომელიც ასევე დახურულია თუნუქით.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 16393