ბახის სახლი (აიზენახი)
ბახის სახლი — მუზეუმი აიზენახში, გერმანიაში. ეძღვნება კომპოზიტორ იოჰან სებასტიან ბახს, რომელიც დაიბადა ქალაქ აიზენახში. მუზეუმი 600 კვადრატული მეტრისაა, სადაც განთავსებულია დაახლოებით 250 ორიგინალი ექსპონატი. სამშენებლო კომპლექსი ნახევრად ხისაა, შენობა დაახლოებით 550 წელს მოითვლის. 1905 წელს ლაიფციგის ბაზაზე მდებარე Neue Bachgesellschaft–მა შეიძინა შენობა. 1907 წელს იგი გაიხსნა, როგორც ბახის პირველი მუზეუმი.
ბახის მუზეუმი | |
---|---|
300პქ | |
50°58′17″ ჩ. გ. 10°19′21″ ა. გ. / 50.97139° ჩ. გ. 10.32250° ა. გ. | |
დაარსდა | 1907 წელს |
ქვეყანა | გერმანია |
მდებარეობა | აიზენახი |
კლასიფიკაცია | ბიოგრაფიული მუზეუმი, მუსიკალური მუზეუმი |
ვიზიტორები | 60,057 (2016) |
ოფიციალური საიტი | http://www.bachhaus.de |
ისტორია
რედაქტირებაბახი მუსიკალური ოჯახიდან იყო, მისი ოჯახის წევრები მუშაობდნენ სხვადასხვა მუსიკალურ პროფესიებში, მთელი თიურინგიას მასშტაბით, მე-16 საუკუნის პირველი ნახევრიდან მე-18 საუკუნის ბოლომდე. 1665 წელს, იოჰან კრისტოფ ბახი აიზანეხის წმინდა გიორგი ეკლესიაში ორგანისტად დაინიშნა.
ოჯახმა პირველად იქირავა ოთახები რიტერგას 11-ში მდებარე ნახევრად ხე-ტყის სახლში (დღევანდელი მუზეუმის ბაღის პირდაპირ სამხრეთით), რომელიც იმ დროს ეკუთვნოდა ქალაქის ტყეების ადმინისტრატორს, ბალთაზარ შნაიდერს. ვინაიდან მხოლოდ საკუთრების მფლობელებს შეეძლოთ მოქალაქეობის მისაღებად განაცხადის შეტანა, 1674 წელს იოჰან ამბროსიუს ბახმა ფლეიშგასში (ალბათ ლუთერსტრასეს 35) სახლი იყიდა, მისი მდებარეობა დღევანდელი მუზეუმიდან ჩრდილოეთით 100 მეტრში იყო. [1] ფლეიშგასში არსებული თავდაპირველი სახლი მე-18 და მე-19 საუკუნეებში სხვა ორი სახლით ჩაანაცვლეს. [2] დღეს ბახის დაბადების ზუსტი ადგილის დადგენა თითქმის შეუძლებელია. [3] ბახის ოჯახის მიერ ნაქირავები ოთახების და ნაყიდი სახლის გათვალისწინებით, შესაძლებელია ბახის ოჯახი ცხოვრობდა ქალაქის იმ მხარეში, სადაც დღეს ბახის მუზეუმი დგას.[4]
იოჰან სებასტიან ბახი დაიბადა 1685 წლის 21 [5] მარტს, აიზენახში და მონათლეს ორი დღის შემდეგ, წმინდა გიორგის ეკლესიაში. მან ცხოვრების პირველი 10 წელი გაატარა მშობლიურ მხარეში, აიზენახში. ოჯახის წევრების პროფესიებიდან გამომდინარე, ბახს თავიდანვე მჭიდრო კავშირი ჰქონდა მუსიკალურ სამყაროსთან. მამამ ადრე ასწავლა მას სიმებიანი და სასულე ინსტრუმენტებზე დაკვრა. [6] წმინდა გიორგის ეკლესიაში მისი ბიძა, ჯონ ქრისტოფერ ბახი ორგანზე უკრავდა, აღნიშნული ინსტრუმენტი მოგვიანებით ბახის საყვარელი ინსტრუმენტი გახდა. [7] 1692 წლიდან 1695 წლამდე იოჰან სებასტიან ბახი დადიოდა ლათინურ სკოლაში, აიზენახში და შეუერთდა სკოლის გუნდის მუსიკოსებს; მუსიკალურ გაკვეთილებზე ბახი კვირაში ოთხი დღე დადიოდა.[8] 1694 წლის 1 მაისს გარდაიცვალა ბახის დედა ელისაბედ ბახი, 1695 წლის 20 თებერვალს ასევე გარდაიცვალა ბახის მამა ამბროსიუსი. 1695 წლის ივლისში იოჰან სებასტიანმა და მისმა ძმამ იოჰან იაკობმა დატოვეს აიზენახი, რათა საცხოვრებლად გადასულიყვნენ თავიანთი უფროსი ძმის, იოჰან კრისტოფის სახლში, ორდრუფში.[9]
1456 წლიდან 1800 წლამდე
რედაქტირებაისტორიული ბახის სახლი აიზენახში ერთ-ერთი უძველესი საცხოვრებელი შენობაა. იგი თავდაპირველად შედგებოდა ორი შენობისგან, რომელთაგან აღმოსავლეთი ნაწილი აშენდა 1456 წელს და დასავლეთი ნაწილი 1458 წელს. დაახლოებით 1611 წელს ორივე სახლი შეაერთეს. [10]იმდროინდელი ბურგერების სახლებისთვის დამახასიათებელი იყო მიწისქვეშა სართული, რომელიც ხშირ შემთხვევაში გამოიყენებოდა სასოფლო-სამეურნეო მიზნებისთვის.[11] შენობის პირველ სართულზე, რენესანსის შუშის ჩარჩო და მისაღები ოთახის ხის მოპირკეთება, რომელიც ახლა გაფორმებულია როგორც კომპოზიციური სტუდია, კვლავ მოწმობს სახლის ყოფილი მცხოვრებლების მოქალაქეობის სტატუსზე. ბახის დაბადების დროს იგი ეკუთვნოდა ჰაინრიხ ბერსტელმანს, ლათინური სკოლის დირექტორს. 1746 წელს ბახის ოჯახი საცხოვრებლად ამ სახლში გადმოვიდა და 1779 წლამდე აქ ცხოვრობდნენ. ქეროლაინ ამალი იყო ბახის მეორე ბიძაშვილის, იოჰან ბერნჰარდ ბახის შვილი, რომელიც შემდეგ ლაიფციგში ბახის სტუდენტი ხოლო. [12]
1800-1900 წლებში
რედაქტირებამე-19 საუკუნის კვალდაკვალ, ფელიქს მენდელსონ ბართოლდისა და რობერტ შუმანის წაქეზებით, დაიწყეს კომპოზიტორის დაბადების ადგილის და სამახსოვრო ნივთების ძებნა. 1857 წელს, ბახის ბიოგრაფმა კარლ ჰერმან ბითერმა გამოკითხა იოჰან ბერნარდ ბახის ჯერ კიდევ ცოცხალი შთამომავლები და დაადგინა, რომ ბახი დაიბადა Frauenplan 21 სახლში, შემდგომში დაერქვა ბახის სახლი. [13] 1868 წელს ადგილობრივმა მუსიკალურმა საზოგადოებამ მემორიალური ფირფიტა გახსნა სახლის წინა შესასვლელში, რითაც საჯაროდ აღინიშნა ადგილი, როგორც ბახის დაბადების ადგილი. [14]
1900 წლიდან 2000 წლამდე
რედაქტირებაროდესაც ლაიფციგში დაფუძნებული ბახ-გეზელშაფტი, რომელიც დაარსდა ბახის ყველა ნაწარმოების რედაქტირების მიზნით, რობერტ შუმანისა და სხვების მიერ 1850 წელს, მისმა წევრებმა გადაწყვიტეს, რომ იგი უნდა აღდგენილიყო როგორც ნიუ ბახგელსელშაფტი (ახალი ბახის საზოგადოება), რომელიც ხელს შეუწყობდა ბახის მუსიკის პოპულარიზაციას. შექმნეს სამი „მარადიული“ პროექტი: ბახ-იაჰრბუხის ყოველწლიური გამოცემა (ბახის წლის წიგნი), ორწლიანი (დღეს: ყოველწლიური) ბახფესტე (ბახის ფესტივალები) და ბოლოს ბახის მუზეუმის დაარსება. საზოგადოების მუზეუმის სასურველ ადგილად შეირჩა ლაიფციგის წმინდა თომას სკოლა, სადაც ბახი ოჯახთან ერთად ცხოვრობდა და 27 წლის განმავლობაში მუშაობდა კანტორისა და მუსიკის მასწავლებლად. თუმცა, ლაიფციგის მაგისტრატმა გადაწყვიტა შენობის დანგრევა 1902 წელს, რითაც საზოგადოების გეგმები ჩაიშალა. [15]
როდესაც საზოგადოების წევრებმა მიიღეს ინფორმაცია, რომ ბახის (ჯერ კიდევ უდავო) დაბადების სახლს აიზენახში ასევე დანგრევა ემუქრებოდა, ახალი ბახის საზოგადოებამ გადაწყვიტა შენობის შეძენა, 1905 წლის 15 მაისს და მსოფლიოში პირველი ბახის მუზეუმის ამ ადგილას გახსნა. ამ პროექტის მხარდამჭერებს შორის იყვნენ საქს-ვაიმარ-ეიზენახის დიდი ჰერცოგი, კომპოზიტორი და მევიოლინე იოსებ იოაკიმი, წმინდა თომას გუსტავ შრეკის კანტორი, გეორგ შუმანი და ლაიფციგის მუსიკალური გამომცემლები Breitkopf, Härtel და CF Peters. [16] ბახის სახლი ოფიციალურად გაიხსნა 1907 წლის 27 მაისს. ლაიფციგის წმინდა თომას ეკლესიის კანტორის ხელმძღვანელობით, და გუსტავ შრეკის და ვაიმარ ჰოფკაპელი დირიჟორობით. [17]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Christoph Wolff: Johann Sebastian Bach, p. 20.
- ↑ Martin Petzoldt: Bachstätten, p. 68.
- ↑ Cf. Domizlaff, Bachhaus Eisenach, p. 128: At the time of Bach's birth, the Bach House was owned by Brunswick-born Heinrich Börstelmann, school director of the Latin school at which Bach was later a pupil. Börstelmann had rented the place out to three parties (but not the Bach family).
- ↑ Christoph Wolff: Johann Sebastian Bach, p. 20 names the house Lutherstraße 35 as Bach's birthplace.
- ↑ The date refers to the Julian calendar still in use at Eisenach then, it is reproduced in almost all biographies, and on 21 March there are traditional festive celebrations and concerts in Bach's memory in places like Eisenach, Weimar, and Leipzig up to this day. The actual date according to the modern, Gregorian calendar is, however, 31 March.
- ↑ Christoph Wolff: Johann Sebastian Bach, pp. 22, 28.
- ↑ Christoph Wolff: Johann Sebastian Bach, pp. 28–29.
- ↑ Christoph Wolff, Johann Sebastian Bach, pp. 25.
- ↑ Christoph Wolff: Johann Sebastian Bach, pp. 35, 38.
- ↑ Jörg Hansen, 100 Jahre Bachhaus Eisenach, p. 101. For the dendrochronological dating by the University of Bamberg cf. Bachhaus – eines der ältesten Fachwerkhäuser. Nachrichtendienst www.eisenachonline.de, 28 August 2006. Last checked 16 November 2011.
- ↑ Ilse Domizlaff: Das Bachhaus Eisenach, pp. 7–8.
- ↑ Ilse Domizlaff: Das Bachhaus Eisenach, p. 129; Hartmut Ellrich: Bach in Thüringen, p. 55.
- ↑ Cf. Karl Hermann Bitter: Johann Sebastian Bach. Wilhelm Baensch, Berlin 1881 (2nd ed.), pp. 49–50: "Auf dem Frauenplan daselbst erhebt sich über einer mit grünem Rasen bekleideten hügelartigen Erhöhung des Bodens ein Haus von bescheidner Ausdehnung und behaglich einladendem Aeusseren. Der Blick gleitet von ihm über den freien Platz hinaus auf die bewaltdeten Höhen, welche sich um die Stadt herumziehen. Ein geräumiger Hausflur, wo in den Zeiten des alten Bürgerthums die Familie sich zu versammeln pflegte, empfängt den Eintretenden. Rechts im Hintergrunde führt eine gewundene Treppe zu der in der halben Höhe des Hauses nach hinten zu belegenen Küche und in das obere Stockwerk des Hauses. Durch die Hinterpforte tritt man unmittelbar in ein freundliches Gärtchen. Kleine niedrige Zimmerdeuten auf die geringeren häuslichen Bedürfnisse früherer Zeiten. Das Ganze des Hauses zeigt, dass seine Bewohner sich einer gewissen Wohlhabenheit erfreut haben mochten." As for Bitter's research in Eisenach cf. Ilse Domizlaff, Das Bachhaus Eisenach, p. 13: "Bei den Vorarbeiten zu seiner 1865 veröffentlichten Bach-Biografie nahm Carl Heinrich Bitter Beziehungen zu den noch lebenden Nachfahren des Johann Bernhard Bach auf, um den Lebensumkreis von Johann Sebastians Kindheit zu erforschen. Er erfuhr die schon lange in Eisenach mündlich verbreitete Überlieferung, daß Johann Sebastian Bach in eben diesem Haus geboren worden sei und beschrieb es in seiner Bach-Biografie in diesem Sinn. Weiter bezog man sich auf eine angeblich verschollene Familienchronik. Spätere Biografen überprüften das Zustandekommen dieser Aussagen nicht und übernahmen sie einfach."
- ↑ For the history of the plate cf. Ilse Domizlaff: Das Bachhaus Eisenach, p. 12.
- ↑ Martin Petzoldt: Bachstätten, S. 67.
- ↑ Cf. for the plans to demolish the Bach House and its acquisition by the Bach Society Ilse Domizlaff: Das Bachhaus Eisenach, pp. 16–21. Domizlaff concedes that without the historical error in determining Bach's birthplace, Eisenach's most impressive residential building from the Renaissance era would no longer be standing today.
- ↑ Neue Bach-Gesellschaft: Drittes deutsches Bach-Fest zur Einweihung von Johann Sebastian Bachs Geburtshaus als Bach-Museum; Fest- und Programmbuch, Leipzig: Breitkopf & Härtel, 1907.