ბაშკირეთის აჯანყებები
ბაშკირეთის აჯანყებები | |||
---|---|---|---|
თარიღი | XVII — XVIII საუკუნეები | ||
მდებარეობა | ნოღაიდური, კაზაკური, ციმბირული და ოსური ტერიტორია ანუ ესხმოდნენ ისტორიულ ბაშკირეთს | ||
Casus belli | ბაშკირეთის რუსეთთან გაერთიანების პირობის დარღვევა, გადასახადების გაზრდა, მუსლიმების ძალადობრივი გაქრისტიანება და ა.შ | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
|
ბაშკირეთის აჯანყებები XVII—XVIII საუკუნეებში — XVII—XVIII საუკუნეებში ბაშკირეთის აჯანყებათა სერია.
აჯანყების მიზეზები
რედაქტირებაძირითადი მიზეზი ეფუძნებოდა ბაშკირელების შიშს დაეკარგათ ძალაუფლება, საგვარეულო უფლებები რუსული კოლონიზაციის შედეგად მიწებზე, ასევე იყო ბაშკირეთის რუსეთთან შეერთების სხვა პირობების დარღვევა. ბაშკირელები გამოდიოდნენ ბაშკირეთში შიდა სამმართველო სისტემის შესანარჩუნებლად და გამოხატავდნენ უკმაყოფილებას გადასახადების გაზრდასთან დაკავშირებით, მოხელეების შეკრების დროს მათი ბოროტად გამოყენებით, ცდილობდნენ დაეცვათ თავიანთი რელიგიურ - კულტურული და საყოფაცხოვრებო ტრადიციები მუსლიმების გაქრისტიანების მცდელობისგან, ადგილობრივი ხერლისუფლების წარმომადგენლებისთვის უფლებების შეზღუდვით. ახალი ნერვიულების მიზეზი ხშირად ასევე წინა აჯანყების შედეგები იყო (სადამსჯელო ექსპედიციები, მთელი სოფლების დაწვა, ძარცვა, მიწების აღება და სხვ.). ხასიათმა, მიზანმა, იდეამ და აჯანყების მამოძრავებელმა ძალებმა ისტორიოგრაფიაში მიიღეს სხვადახხვა ინტერპრეტაცია. ერთის მხრივ ისტორიკოსები ამაში ხედავენ სოციალურ და კლასობრივ წინააღმდეგობათა გამოხატვას, ხაზგასმით ბაშკირული დაბალი სოციალური კლასების ეთნოსის მნიშვნელობისთვის, მიიჩნევენ, რომ „ეს იყო მუშა მასების შეიარაღებული პროტესტი ფეოდალური და ეროვნული ჩაგვრის წინააღმდეგ“ . სხვების აზრი გამომდინარეობს სპეციფიკური ხასიათის კონცეფციიდან რუსეთისა და ბაშკირეთის ურთიერთობაში, როგორც ეთნოპოლიტიკური სისტემათა განსხვავებული დონის ცივილიზაცია და საზღვრავენ რუსული ხასიათის ყოფას ისტორიულ ბაშკირეთში, რუსეთთან მიერთებას მიიჩნევენ დაპყრობის ინტერპრეტირებულ ფორმად, ბაშკირეთის ყველა მეამბოხის მოძრაობაში შუასაუკუნოვანი თავისუფალი ვასალური იდეალოგიის არსებობის მტკიცებით. ბაშკირეთის აჯანყებებში აღიარებულია მაღალი სოციალური ფენის ლიდერობა, რუსეთის მოქალაქეობაზე უარის იდეა, მისი ხასიათი ქვეყნის მასშტაბით წინასაერო მოძრაობის ნიშნებით და საკუთარი სახელმწიფოს შექმნის ტენდეციით.
აჯანყება (1662-1664)
რედაქტირება- წინ უძღვოდნენ: აზნაგულ ურუსკულოვი, ბეკზიან ტოკტამიშევი, გაურ აკბულატოვი, სარი მერგენი, ურასლანბეკ ბაკინი და სხვები.
- მიზეზები: ბაშკირეთის რუსეთთან შეერთების პირობების დარღვევა.
- სამთავრო ძალების მეთაურები: პოლუექტოვი, პავლოვი, ბლუდოვი, სნიტერი, ვოლკონსკი, ბლანკი და სხვები.
- შედეგები: 1663 ბოლოს — 1664 დასაწყისში ნოღაიდური ტერიტორიის ბაშკირელების მოლაპარაკება სამეფო ხელისუფლებასთან და მათი გაგზავნა მოსკოვში შედგა, მას შემდეგ, რაც აქტაი დოსმუხამეტოვი და დინმუხამეთ იულაევი მეფე ალექსეი მიხაილოვიჩევის მიერ იყვნენ შერჩეულნი და გადაეცათ საჩივარი დოკუმენტი, მეამბოხეთა სურვილები დაკმაყოფილდა. 1664 წლის შემოდგომაზე კაზაკური ტერიტორიის ბაშკირელებმა გაგზავნეს თავიანთი ელჩები უფას გუბერნატორთან მოსალაპრაკებლად და შეწყვიტეს ბრძოლა. 1665 წლის ზამთარში ციმბირული ტერიტორიის ბაშკირელები შეთანხმდნენ ტობოლსკის გუბერნატორთან. სამეფო ხელისუფლებამ უზრუნველყო მეამბოხეთა ძირითადი მოთხოვნები (უფიციალურად დაადასტურა ბაშკირების საგვარეულო უფლება მიწებზე, პირობა დადო გადასახადების აკრეფის ბოროტული ქცევა შეეწყვიტათ და ა.შ).
აჯანყებები 1681—1684 წლებში
რედაქტირება- მეთაურობდნენ: სეიტ იაგაფაროვი, კუჩუკ იულაევი და სხვ.
- მიზეზები: ბაშკირთა უფლებების დარღვევა, უფის მუნიციპალიტეტის გამგეობის თვითნებობა, გადასახადების ზრდა, მუსლიმანების ძალადობრივი გაქრისტიანების მცდელობა და სხვ.
- სამთავრო ძალების მეთაურები: კორკოდინოვი, ბარიატინსკი, ურუსოვი, აკინფოვი, ლოპატინი და სხვ.
- შედეგები:სამეფო ხელისუფლებამ გამოაცხადა უარი მუსლიმანების გაქრისტიანების პოლიტიკაზე, ოფიციალურად გაასამართლა ბაშკირებისთვის ქონების ჩამორთმების პოლიტიკა, უზრუნველყო ბაშკირების მოთხოვნები ბაშკირეთის რუსეთთან გაწევრიანებასთან დაკავშირებით პირობების გათვალისწინების შესახებ.
აჯანყება 1704—1711 წლებში
რედაქტირება- მეთაურობდნენ: ალდარ ისიანგილდინი, დიუმეი იშკეევი, კუსიუმ თიულეკეევი, იმანი, მურატი, ურაკაი იულდაშბაევი, ხაზი აკუსკაროვი და სხვ.
- შედეგები: ბაშკირული ქონების ხელში ჩაგდების გაძლიერებული მცდელობა, მოსაკრებლების და გადასახადების გაზრდა, გაქრისტიანების მცდელობები და უფას ადმინისტრაციის თვითნებობა.
- სამთავრო ძალების მეთაურები: სერგეევი, ხოვანსკი, პარფენტიევი და სხვ.
- შედეგები: უფიციალურად დაადასტურა ბაშკირების საგვარეულო უფლება მიწებზე, გასამართლდა ძალადობა უფის და კაზაკური ადმინისტრაციის მხრიდან.
აჯანყებები 1735—1740 წლებში
რედაქტირებააჯანყება 1735—1736 წლებში
რედაქტირება- მეთაურობდნენ: კილმიაკ ნურუშევი, აკაი კუსიუმოვი, იუსუპ არიკოვი, ტიულკუჩურა ალდაგულოვი, ბაიურას ენურუსოვი და სხვ.
- მიზეზები: უფლებების დარღვევა მიწებზე, ბაშკირეთის შიდა თვიმმართველობის სისტემა და სხვ.
- სამთავრობო ძალების მეთაურები: რუმიანცევი, კირილოვი, სოიმონოვი, ტევკელევი, ტატიშევი, ურუსოვი, ოსტანკოვი,მარტაკოვი, ხრუშოვი და სხვა.
- შედეგები: ტევკელევის გუნდის მიერ დამწვარი იყო 50 სოფელზე მეტი, მოკლული 2 ათასზე მეტი ადამიანი. მთავრობის განკარგულებები 1736 წლის 11 თებერვლიდან და 1736 წლის 16 თებერვლიდან მიზნად ისახავდა კონტროლის შექმნას ბაშკირეთის შიდა თვითმმართველობის სისტემაზე და გამოაცხადეს ყველაზე სასტიკი აჯანყების შესახებ. 1736 წლის მარტის ბოლოდან კირილოვის რაზმით დამწვარი იყო 200 სოფელი და მთავარი მეჩეთი ბაშკირეთში[1]. საშუალოდ მათ დაკარგეს 15 ათასზე მეტი ადმაიანი. 1737 წლის დასაწყისისთვის მეამბოხე ბაშკირების ყველა მთავარი ლიდერი დააპატიმრეს.
აჯანყება 1737—1738 წლებში
რედაქტირება- მეთაურები: ბეპენია ტოროპბერდინი, კუსიაპ სულტანგულოვი, რისაი იგემბეტოვი, მანდარ კარაბაევი, სეიტბაი ალკალინი, ტიულკუჩურა ალდაგულოვი და სხვა.
- მიზეზები: მოძრაობის სასტიკი ჩახშობა 1735—1736 წლებში, ა.შ.
- სამთავრობო ძალების მეთაურები: სოიმონოვი, ტევკელევი, ტატიშევი, ურუსოვი, არსენიევი, ლიუტკინი და სხვა.
- შედეგები: სოიმონოვის სახელმწიფო ძალებით ზაფხულ - შემოდგომაზე 1737 წელს დანგრეული და დამწვარი იყო 30- ზე მეტი სოფელი ხოლო მოკლული დაახლოებით 900 ადამიანი .
აჯანყება 1739—1740 წლებში.
რედაქტირება- მეტაურები: კარასაკალი (სულთან-გირეი), ალანზიანგულ კუტლუგუზინი, მანდარ კარაბაევი, სულტან არასლანბეკოვი, ტილევკეი ულატემიროვი, ბულატ ზალიკეევი, კუზიაშ რახმანგულოვი, მენდიარ არკაევი, შიგანაი ბურჩაკოვი და სხვ.
- მიზეზები: 1739 წლის იანვარში დაწყებული ბაშკირეთის მოსახლეუბის აღწერა და სხვ.
- სამთავრობო ძალების მეთაურები: პავლუცკი, იაზიკოვი და სხვები.
- შედეგები: 1740 წლის ივნისს - სექტემბერში დაინგრა 5- მდე სოფელი, გაჩუქდა 1 ათასზე მეტი პირუტყვი. 1739—1740 წლის მეამბოხეთა დანაკარგი წარმოადგენდა 16 ათასზე მეტ ადამიანს.
საბოლოოდ 1735—1740 წლის აჯანყებების შედეგად იყო მოკლული, წამებული ან ციმბირში გადასახლებული 40 ათასზე მეტი (ტატიშევის ცნობების მიხედვით, 60 ათასამდე ადამიანი.) ბაშკირელი.
აჯანყება 1755—1756 წლებში
რედაქტირება- მეთაურები: ჯილან იტკული, ხუდაიბერდა-მულა, ალიკაშ სუიუნდუკოვი, ბიკბულატ არკაევი , ისმაგილ აიტკულოვი, კუჩუკბაი, აკბაშ ანდრიუშვი, მუსტაი ტერებერდინი, ჩურაგულ მინლიბაევი და სხვა.
- მიზეზები: ბაშკირების საგვარეულო მიწების აღება, გადასახადების ზრდა, მუსლიმანების იძულებითი გაქრისტიანების მცდელობა და ა.შ.
- სამთავრობო ძალების მეთაურები: ნეპლიუევი, ტევკელევი, ისაკოვი, ბახმუტოვი და სხვა.
- შედეგები: ბაშკირების დიდი დასახლება დანგრეული და დამწვარი იყო, ათასობით ადმაიანი დაიღუპა. მეამბოხეთა უმეტესობა ჯარისკაცებსა და მეზრვაურებში გაგზავნეს, ხოლო ნაწილი გაგზავნეს ციმბირში რეგორვიკის ციხეში. სამეფო მმართველობამ დაუბრუნა ბაშკირელებს უფლება პირისპირ მეამართად ბოდიშით იმპერატორისთვის.
აჯანყება 1773—1775 წლებში
რედაქტირება- მეთაურები: პუგაჩოვი, ზარუბინი, არსლანოვი, ბაზრაგულ იუნაევი, კარანაი მურატოვი, სალავატ იულაევი, კასკინ სამაროვი, იულაი ასნალინი, იულამან კუშაევი, ბაიმ კიდრაევი და სხვები.
- მიზეზები: ფეოდალური ჩაგვრის გაძლიერება, ბაშკირეთის კოლონიზაცია და ა.შ.
- სამთავრობო ძალების მეთაურები: ჩერნიშოვი, პოტომკინი, ფრეიმანი, კარი, ბაბიკოვი, პანინი, მიხელსონი, შერბატოვი, გოლიცინი და სხვები.
- შედეგები: აჯანყების შედეგად ათასობით ადამიანი დაიღუპა, ეკონომიკის მიხედვით დიდი ზიანი განიცადა ორენბურგის, ციმბირის და სხვა გუბერნიებმა.
ლიტერატურა
რედაქტირება- Акманов И. Г. Башкирские восстания XVII — начала XVIII вв. — Уфа: Китап, 1998.
- Акманов И. Г. Челобитная башкир Уфимской провинции на имя императрицы России.// Статья в ж. «Ватандаш» დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine.
- Амантаев Ирек. Взаимоотношения власти и башкир в документах первой трети XVIII века.// Статья в ж.«Ватандаш», 2013, № 11. დაარქივებული 2017-02-02 საიტზე Wayback Machine.
- Алтон С. Доннелли. Завоевание Башкирии Россией. Перевод с английского Л. Р. Бикбаевой. Уфа, 1995.
- История Башкортостана с древнейших времён до наших дней: В 2 т. / И. Г. Акманов, Н. М. Кулбахтин, А. З. Асфандияров и др.; Под ред. И. Г. Акманова. Т.1. История Башкортостана с древнейших времен до конца XIX в. — Уфа: Китап, 2004. — 488 с.
- Булыгин И. А., Демидова Н. Ф. Башкирские восстания 17—18 вв. //Большая советская энциклопедия.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Акманов И. Г. Башкирские восстания (17—18 вв.)//Статья в Башкирской энциклопедии[მკვდარი ბმული]
- Башкирское восстание 1662—1664 гг. YouTube-ზე
- Башкирское восстание 1681—1684 гг. YouTube-ზე
- Башкирское восстание 1704—1711 гг. YouTube-ზე
- Башкирское восстание 1735—1736 гг. YouTube-ზე
- Башкирское восстание 1737—1739 гг. YouTube-ზე
- Башкирское восстание 1740 года. YouTube-ზე
- Башкирское восстание 1755—1756 гг. YouTube-ზე
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Витевский В. Н. И. И. Неплюев и Оренбургский край в прежнем его составе до 1758 г. Казань, 1897. Т. 1. с.146.