გიორგი ბაქრაძე

(გადამისამართდა გვერდიდან ბაქრაძე, გიორგი კონსტანტინეს ძე)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბაქრაძე.

გიორგი კონსტანტინეს ძე ბაქრაძე (დ. 1 მაისი, 1908, ბუკისციხე — გ. 1 დეკემბერი, 1989, თბილისი) — ქართველი მეცნიერ-ეკონომისტი. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი (1960), პროფესორი (1962), საქართველოს სსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1975).

გიორგი ბაქრაძე
დაბ. თარიღი 1 მაისი, 1908
დაბ. ადგილი ბუკისციხე
გარდ. თარიღი 1 დეკემბერი, 1989 (81 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა და სსრკ
საქმიანობა ეკონომისტი
მოღვაწეობის სფერო ეკონომიკა
დამსაქმებელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჯილდოები საქართველოს სსრ-ის მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

1929 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ-ეკონომიკური ფაკულტეტი. 1937 წლიდან ეწეოდა მეცნიერულ და პედაგოგიურ მოღვაწეობას თსუ-ში. ბაქრაძის ძირითადი მეცნიერული ნაშრომები ეხება პოლიტეკონომიისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების ისტორიის საკითხებს.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება