ბაქოს საინჟინრო უნივერსიტეტი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ბაქოს საინჟინრო უნივერსიტეტი (აზერბ.Bakı Mühəndislik Universiteti, ინგლ. Baku Engineering University) — არის აზერბაიჯანის სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. უნივერსიტეტის რექტორი არის ხავერ მამედოვი [1][2].

ბაქოს საინჟინრო უნივერსიტეტი

ბაქოს საინჟინრო უნივერსიტეტი დაარსდა 2016 წლის 8 ნოემბერს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ბრძანებით [3][4]. უნივერსიტეტის წესდება დამტკიცდა 2017 წლის 21 თებერვალს. სტუდენტთა პირველი მიღება ჩატარდა 2017 წელს [5].

სტრუქტურა

რედაქტირება

აზერბაიჯანის ეკონომიკის განვითარების ამჟამინდელი დონის შესაბამისად, უნივერსიტეტი ითვალისწინებს სპეციალისტების მომზადებას, რომლებსაც შეუძლიათ წარმოების პროცესების ორგანიზება და ინოვაციურ ტექნოლოგიებთან მუშაობა მეცნიერებაზე დაფუძნებულ სამრეწველო საწარმოებში. ბაქოს საინჟინრო უნივერსიტეტში ბაკალავრის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სპეციალობებზე სწავლება მიმდიანრეობს სამ ენაზე: აზერბაიჯანულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე.

აღნიშნულ უნივერსიტეტში მოქმედებს ოთხი ფაკულტეტი, ესენია:

  • საინჟინრო ფაკულტეტი
  • განათლების ფაკულტეტი
  • ეკონომიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტი
  • არქიტექტურისა და მშენებლობის ფაკულტეტი

თანამედროვე და გამოცდილი მატერიალურ-ტექნიკური აკადემიური ბაზა, რომელიც საშუალებას აძლევს უნივერსიტეტს მოამზადოს სტუდენტები თეორიული და პრაქტიკული უნარებისა და ცოდნისთვის, რომლებიც ეხება პროფესიას, პრობლემების გადაჭრას, გუნდურ მუშაობას, საინჟინრო პრაქტიკის ტექნიკურ უნარებს, ხელმძღვანელობის უნარს, ინოვაციურ აზროვნებას და ა.შ.

ბაქოს საინჟინრო უნივერსიტეტი ამზადებს ახალგაზრდა პედაგოგებსა და სპეციალისტებს, როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ცოდნით მათემატიკისა და ინფორმატიკის, ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის დარგებში.

აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ ფინანსთა და ბუღალტრული აღრიცხვის, ბიზნესის ადმინისტრირების, საჯარო მმართველობის განყოფილებების სტუდენტებს საშუალება ექნებათ ანალიტიკური ანალიზი გაუწიონ ეკონომიკურ პროცესებს.

უნივერისტეტში სტუდენტებს შეუძლიათ მოიპოვონ მაგისტრის ხარისხი კომპიუტერული ინჟინერიის, ინფორმაციული ტექნოლოგიისა და სისტემის ინჟინერიის, მანქანათმშენებლობის, ქიმიური ინჟინერიის, სამრეწველო ინჟინერიის სპეციალობებზე.

მოქმედებს სადოქტორო პროგრამა მათემატიკაში, მექანიკაში, ფიზიკაში, ტექნიკურ მეცნიერებაში, ეკონომიკურ მეცნიერებაში, ფილოლოგიურ მეცნიერებებში, მსოფლიო ლიტერატურაში და ასევე პედაგოგიკაში.

აქ არის სემინარების დარბაზი 150 კაცზე და ასამბლეის დარბაზი 360 კაცზე, სასადილო 700 ადამიანზე გათვლილი მასწავლებლებისა და სტუდენტებისთვის, კაფეტერია და სამედიცინო ცენტრი.

ბაქოს საინჟინრო უნივერსიტეტი მუშაობს დიდ კამპუსში, რომელიც მდებარეობს აფშერონის ნახევარკუნძულზე.

სტუდენტების საერთო საცხოვრებლები აკმაყოფილებს ყველაზე თანამედროვე მოთხოვნებს. 300 კაცზე განთავსებულია ვაჟთა და გოგონების საერთო საცხოვრებლები. საერთო საცხოვრებლის 77 ოთახიდან თითოეული 4 ადამიანისთვისაა განკუთვნილი. ყველა სართული აღჭურვილია დასვენების ზონით და სასწავლო ოთახებით. შენობაში ფუნქციონირებს მდიდარი ბიბლიოთეკა, საკონფერენციო და ფიტნეს დარბაზები, კვების და საყოფაცხოვრებო მომსახურება.

უნივერსიტეტში 335 ლექტორი ასწავლის 4897 სტუდენტს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Meyxer. (2017-03-17) В Бакинский инженерный университет назначен новый ректор. Medianews.az. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-02-13. ციტირების თარიღი: 2019-02-13.
  2. Baku Engineering University. ResearchGate. ციტირების თარიღი: 2019-02-13.
  3. В Баку создается инженерный университет. Novosti.Az (2016-11-08). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-02-14. ციტირების თარიღი: 2019-02-13.
  4. Baku Engineering University. Top Universities (2015-07-16). ციტირების თარიღი: 2019-02-13.
  5. Бакинский инженерный университет начнет деятельность в 2017-2018 учебном году – Глава Минобразования. interfax.az. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-02-14. ციტირების თარიღი: 2019-02-13.