ბატონიშვილიმეფის შვილი ფეოდალურ საქართველოში, ძირითადად იხმარებოდა უმაღლესი სიუზერენის, მეფის, აგრეთვე მთავრის შვილების აღსანიშნავად. სხვა მებატონეთა შვილები იწოდებოდნენ თავადიშვილებად, აზნაურიშვილებად, ერისთვისშვილებად და ა. შ. ტერმინი „ბატონიშვილის“ წარმოქმნამდე და შემდეგ მის პარალელურად იხმარებოდა ტერმინი უფლისწული. ფეოდალურ საქართველოში ბატონიშვილს გამოყოფილი ჰქონდა მამული, რომელიც საბატონიშვილოდ, საუფლისწულოდ იწოდებოდა. რუსეთთან საქართველოს შეერთების (1801) შემდეგ მათ რუსეთში მისცეს მამულები და ჯამაგირიც დაუნიშნეს. ამრიგად, მოისპო ქართული ფეოდალური საზოგადოების უმაღლესი ფენა ბატონიშვილებისა. XIX საუკუნეში ბატონიშვილებად იწოდებოდნენ საერთოდ ფეოდალების შვილები — თავადების და ზოგჯერ აზნაურებისაც კი.

ლიტერატურა

რედაქტირება