ბასრობა — ძველი ქართული სატირიკული სამსახიობო ჟანრი. ფართოდ იყენებდნენ ქართულ ხალხურ სანახაოებების— ბერიკაობის და მალანურობის, წარმოდგენებში, აგრეთვე სალაშქრო სახიობაში მტრის გასაკიცხავად. ამის მაგალითია თბილისის ზღუდეზე 626 წელს გამართული „კუკების თეატრის“ წარმოდგენა, რომელშიც დასცინოდნენ ბიზანტიელთა და ხაზართა ლაშქარს (აღწერილია მოვსეს კალანკატვაცის „ალბანთა ისტორიაში“). ფეოდალთა შორის ბრძოლაში დამარცხებულს ბასრობის წარმოდგენაში ძალად ათამაშებდნენ — ქალურად გადააცმევდნენ ან ქალის საქმეს აკეთებინებდნენ და ამრიგად საჯაროდ დასცინოდნენ. „მატიანე ქართლისაჲს“ ცნობით, XI საუკუნეში ასეთი ბასრობით დაუმცირებია ლიპარიტ IV-ს სასირეთის ბრძოლაში დამარცხებული ბაგრატ IV-ის მომხრე დიდებული აბუსერი.

ლიტერატურა

რედაქტირება