ბასმა ბინტ თალალი
პრინცესა ბასმა ბინტ თალალი (არაბ. بسمة بنت طلال; დ. 11 მაისი 1951, ამანი, იორდანია) — მეფე თალალისა და დედოფალ ზეინას ერთადერთი ქალიშვილი, მეფე ჰუსეინის და, ხოლო იორდანიის ამჟამინდელი მეფის აბდულა II-ის დეიდა. პრინცესა ბასმა ხშირად განიხილება იორდანიის სამეფო პრინცესად.
პრინცესა ბასმა | |
---|---|
ბავშვობაში | |
იორდანიის პრინცესა | |
მმართ. დასაწყისი: | 11 მაისი 1951 |
მმართ. დასასრული: | ამჟამინდელი |
მონარქი: |
თალალი ჰუსეინი აბდულა II |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 11 მაისი, 1951 |
დაბ. ადგილი: | ამანი, იორდანია |
მეუღლე: |
ტიმორ დაგჰისტანი (1970–1980) ვალიდ ალ-ქურდი (1980–დღემდე) |
შვილები: |
ფარაჰ დაგჰისტანი ღაზი დაგჰისტანი საად ვალიდი ზეინ ალ-შარაფ ვალიდი |
დინასტია: | ჰაშიმიდები |
მამა: | თალალი |
დედა: | ზეინ ალ-შარაფ თალალი |
რელიგია: | ისლამი |
ადრეული წლები
რედაქტირებაბასმის მამა იორდანიის მეფედ მისი დაბადებიდან ორი თვის შემდეგ დაინიშნა, მას შემდეგ, რაც პაპამისი მეფე აბდულა I იერუსალიმში მოკლეს. მეფე თალალმა 1952 წელს, ავადმყოფობის გამო იძულებული გახდა დაეტოვა მეფის თანამდებობა, როდესაც ბასმა ერთი წლის იყო. თალალი 1972 წლამდე ცხოვრობდა. დედამისი დედოფალი ზეინა იყო (1916-1994). მამის გადადგომის შემდეგ, ტახტზე მისი უფროსი ძმა ჰუსეინი (1935-1999) ავიდა, ხოლო დედამისი დედოფალი რეგენტი იყო, სანამ ჰუსეინი 1953 წელს სრულწლოვანი გახდებოდა.
განათლება
რედაქტირებაბასმამ დაწყებითი განათლებული მიიღო ამანის აჰლიაჰის გოგონათა სკოლაში, შემდეგ კი ინგლისში, ბენენდენის სკოლაში (სადაც პრინცესა ენის მეგობარი იყო) და ოქსფორდის უნივერსიტეტში, სადაც ის თანამედროვე ენებს კითხულობდა.
2001 წელს პრინცესამ ოქსფორდის უნივერსიტეტში ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი მიიღო, მისი ნაშრომისთვის იორდანიის კონტექსტუალიზაციის განვითარება: დონორების, სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების არენა.
ქორწინება და კარიერა
რედაქტირებაპირველად ბასმა დაქორწინდა პოლკოვნიკ ტიმორ დაგჰისტანიზე ამანში, 1970 წლის 2 აპრილს. მათ საერთო ორი შვილი ჰყავთ:
- ფარაჰ დაგჰისტანი (დ. 25 მარტი 1971).
- ღაზი დაგჰისტანი (დ. 21 ივლისი 1974).
1970-იანი წლების ბოლოს ბასმა და დაგჰისტანი განქორწინდნენ და ბასმამ 1980 წლის 14 აპრილს ხელახლა დაქორწინდა ვალიდ ალ-ქურდიზე ამანში. მათ ასევე ორი საერთო შვილი ჰყავთ:
- საად ვალიდი (დ. 8 ნოემბერი 1982).
- ზეინ ალ-შარაფ ვალიდი (დ. 1 ივნისი 1986).
1970-იანი წლების ბოლოდან, ბასმა მუშაობს ადამიანის განვითარების, გენდერული თანასწორობისა და ბავშვთა საქველმოქმედო საქმიანობის ხელშეწყობაზე.[1] ფორუმების მეშვეობით, რომელიც მოიცავს გაერთიანებული ერების ორგანიზაციას, ხელს უწყობს ჯანმრთელობის, განათლების, მოსახლეობისა და გარემოს შესახებ გლობალურ დებატებს.[2]
თანამდებობები
რედაქტირება- იორდანიის ქალთა ეროვნული კომისიის პრეზიდენტი
- იორდანიის ბიჭი სკაუტებისა და გოგონა გიდების ასოციაციის პრეზიდენტი
- მაბარათ უმ ალ-ჰუსეინის პრეზიდენტი
- კეთილი ნების კამპანიის პრეზიდენტი
- ადამიანური განვითარების იორდანიის ჰაშიმიდური ფონდის თავმჯდომარე
- Save The Children-Jordan-ის პრეზიდენტი
- იორდანიის ეროვნული ქალთა ფორუმის პრეზიდენტი
- იორდანიის ქალთა საერთო ფედერაციის საპატიო პრეზიდენტი
- მოსახლეობის უმაღლესი საბჭოს სამეურვეო საბჭოს წევრი
- ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მოზარდთა ჯანმრთელობის პროგრამის სამეცნიერო და ტექნიკური საკონსულტაციო ჯგუფის წევრი, 1991-1993
- 1993 წლიდან გაეროს განვითარების პროგრამის საპატიო ადამიანური განვითარების ელჩი
- ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ქალთა ჯანმრთელობის შესახებ გლობალური კომისიის წევრი, 1994
- 1995 წლიდან გაეროს ქალთა განვითარების ფონდის კეთილი ნების ელჩი
- გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მაღალი დონის მრჩეველთა საბჭოს წევრი მდგრადი განვითარების საკითხებში, გენერალური მდივნის ბუტროს ბუტროს-გალის დროს, 1995-1998
- 1996 წლიდან დედამიწის საბჭოს წევრი
- იუნესკოს კულტურისა და განვითარების მმართველი კომიტეტის წევრი, 1996-1997
- იუნესკოს საერთაშორისო პანელი დემოკრატიისა და განვითარების კომისიის წევრი, 1998
- მსოფლიო კულტურის ანგარიშის განხრით, იუნესკოს სამეცნიერო კომიტეტის წევრი, 1998-2000
- 2001 წლიდან გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) კეთილი ნების ელჩი[3]
- 2001 წლიდან სოციალურ კეთილდღეობის საერთაშორისო საბჭოს საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრი
- დედამიწის ქარტიის საერთაშორისო კომისიის წევრი.