ბასილი (XVI საუკუნე)
ბასილი — აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1517-1528 და 1529-1531 წლებში. იბრძოდა ქვეყნის პოლიტიკური ერთიანობისათვის. ბასილმა ისარგებლა ქართლის მეფისა და სამცხის მთავარს შორის მშვიდობიანი ურთიერთობით, აგრეთვე გაერთიანების მომხრე ძალთა საყოველთაო მხარდაჭერით და 1518 წელს ყვარყვარე IV ათაბაგს (ქაიხოსროს ძე) სათანადო სიმტკიცის წიგნით აღადგინა სამცხის სამთავროს ეკლესიური დამოკიდებულება ქართლის საპატრიარქოსთან, რაც სამცხის მთავრების სეპარატისტულ მისწრაფებათა გამო დარღვეული იყო. ძველი საეკლესიო წყობილების აღდგენის მიზნით აღაწერინა სამთავროში მდებარე ქართლის საპატრიარქო ეკლესიის ყოფილი საყმო მამულები და დაამტკიცებინა სამცხის მთავრებს. თავისი მიზნის მისაღწევად ბასილი განდომილთა შეჩვენებასა და დაკრულვასაც მიმართავდა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ლომინაძე ბ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 220.