ბასილი ხანძთელი
ბასილი ხანძთელი — IX საუკუნის ქართველი საეკლესიო მოღვაწე, ჰიმნოგრაფი.
მოხსენიებულია გიორგი მერჩულის „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“. ყოფილა გრიგოლ ხანძთელის დედის მსახურის შვილი. აღიზარდა ხანძთაში, სადაც ერთხანს გრიგოლს მეჯინობეობას უწევდა („კარაულსა მამისა გრიგოლისსა ხედვიდა“), შემდეგ კი ხანძთის წინამძღვარი გახდა. გარდაიცვალა პარეხში, მიქელ პარეხელის სავანეში. ბასილი ხანძთელის აკროსტიქული საგალობლები შესულია მიქელ მოდრეკილის ჰიმნოგრაფიულ კრებულში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ლოლაშვილი ი., ქსე, ტ. 2, გვ. 221-222, თბ., 1977