ბასილისკუსი
ბასილისკუსი (ლათ. Basiliscus) — ქვეწარმავლების გვარი იგუანასებრთა ოჯახისა. მამალს კეფაზე კანის სოლისებრი გამონაზარდი აქვს, ზურგისა და კუდის წინა მესამედის გასწვრივ კი — კანის ნაკეცებისაგან წარმოქმნილი ქედი. ბასილისკუსები კარგად ცურავენ, ყვინთავენ და დარბიან. ბასილისკუსის 4 სახეობა გავრცელებულია ტროპიკულ ამერიკაში. ცხოვრობენ მდინარის პირას ხეებზე. ცნობილია მუზარადიანი ბასილისკუსი (Basiliscus basiliscus), რომლის სიგრძე 80 სმ აღწევს, გვხვდება პანამასა და კოსტა-რიკაში.
ბასილისკუსი | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Basiliscus | |||||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 221.