ბასელ ხართაბილი
ბასელ ხართაბილი (არაბ. باسل خرطبيل), აგრეთვე ცნობილი როგორც ბასელ საფადი, (დ. 1981 — გ. 2015) — ღია კოდის პროგრამული უზრუნველყოფის პალესტინელი სირიელი დეველოპერი. 2012 წლის 15 მარტს, სირიის ამბოხის ერთი წლისთავზე, იგი სირიის ხელისუფლებამ დააპატიმრა და დამასკოში, ადრის ციხეში მოათავსა.[3] 2015 წლის 3 ოქტომბერს, იგი გაურკვეველ ადგილას გადაიყვანეს, სავარაუდოდ იმისათვის, რათა სამხედრო სასამართლოს გაესამართლებინა.[4][5] 2015 წლის 7 ოქტომბერს, Human Rights Watch-მა და ადამიანის უფლებებზე მომუშავე 30-მა სხვა ორგანიზაციამ გამოაქვეყნეს მიმართვა და მოითხოვეს ხათაბილის ადგილსამყოფელის დასახელება.[6] 2015 წლის 11 ნოემბერს, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხათაბილი საიდუმლოდ იყო სიკვდილით დასჯილი.[7][8] 2017 წლის აგვისტოში ცნობილი ხდება, რომ სირიის რეჟიმს ხათაბილი 2015 წელს, გაუჩინარებიდან სულ მალევე დაესაჯა სიკვდილით.[9][10]
ბასელ ხართაბილი | |
---|---|
მშობლიური სახელი | باسل خرطبيل |
დაბადების თარიღი |
22 მაისი, 1981 დამასკო, სირია |
გაუჩინარდა | 15 მარტი, 2012 |
გარდაცვალების თარიღი | 3 ოქტომბერი, 2015[1][2] |
ეროვნება | სირიელი |
მოქალაქეობა | სირია |
საქმიანობა | პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერი |
ცნობილია როგორც | Aiki Framework, Openclipart, Open Font Library, Fabricatorz, Mozilla, Creative Commons |
ხელმოწერა |
ხათაბილი დამასკოში დაიბადა და სირიაშივე გაიზარდა, სადაც ის ღია კოდის პროგრამული უზრუნველყოფის განვითარებაში სპეციალიზდა. იგი კომპანია Aiki Lab-ის ტექნოლოგიების მთავარი ინჟინერი[11] და თანადამფუძნებელი იყო; ასევე მთავარი ინჟინრის პოზიციას იკავებდა Al-Aous-ში[12] — სირიის არექოლოგიური მეცნიერებისა და ხელოვნების კვლევით ინსტუტუტში.[13] გარდა ამისა, ხართაბილი იყო Creative Commons-ის პროექტის მენეჯერი სირიაში და წვლილი შეჰქონდა ისეთ პროექტებში, როგორებიცაა Mozilla Firefox-ი, ვიკიპედია, Openclipart-ი, Fabricatorz-ი და Sharism-ი.[14] განსაკუთრებული წვლილი შეჰქონდა სირიაში ინტერნეტის გავრცელებისა და წვდომის ხელშეწყობაში, სირიელი ხალხის ცოდნის ამაღლებაში.[15]
მის უკანასკნელ ნამუშევრებს შორისაა სირიის უძველეს ქალაქ პალმირას 3D ვირტუალური რეკონსტრუქცია,[16][17] რეალური დროის ვიზუალიზაცია და Fabricatorz-ით შექმნილი ნამუშევარი ვებ-პროგრამირების სტრუქტურა Aiki Framework-ისთვის.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- freebassel.org - HP დაარქივებული 2012-07-02 საიტზე Wayback Machine.
- ინტერვიოუ ბასელთან, არაბულ სამყაროში Creative Commons-ის მნიშვნელობის შესახებ
- Podcast Interview with Bassel and Jon Phillips on hackerspaces and making culture in the Arab world დაარქივებული 2014-03-05 საიტზე Wayback Machine.
- Statement by US Secretary of State, John Kerry
სქოლიო
რედაქტირება- ↑ „Bassel Khartabil: Syrian internet freedom activist 'executed'“. BBC News. 2017-08-02.
- ↑ „Syria: Extrajudicial execution of Bassel Khartabil a grim reminder of Syrian prison horrors“. Amnesty International. 2017-08-02.
- ↑ „#FREEBASSEL: a campaign to free Bassel Khartabil from Syrian jail“. Al Bawaba. 4 July 2012. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 იანვარი 2014. ციტირების თარიღი: 5 July 2012.
- ↑ WE NEED EVERYBODY’S HELP TO #FREEBASSEL (2015-10-03). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-10-03.
- ↑ Amira Al Hussaini. (2015-10-03) Fears for Imprisoned Syrian Blogger Bassel Khartabil, Transferred to an Unknown Location. Global Voices.
- ↑ Syria: Disclose Whereabouts of Detained Freedom of Expression Advocate. Human Rights Watch (2015-10-07).
- ↑ IGF 2015 Flyer on Bassel Khartabil. eff.org. ციტირების თარიღი: 2015-11-15.
- ↑ #FreeBassel: Death Sentence Rumored for Syrian Web Developer. ციტირების თარიღი: 2015-11-15.
- ↑ Horrific: Reports that Bassel Khartabil Has Been Executed in Syria (1 August 2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 აგვისტო 2017. ციტირების თარიღი: 1 August 2017.
- ↑ One of Syria’s most famous activists has been executed in prison, widow confirms (2 August 2017). ციტირების თარიღი: 2 August 2017
- ↑ Aiki lab. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-04-08. ციტირების თარიღი: 2017-08-12.
- ↑ الأوس للنشر. الأوس للنشر. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-11-17. ციტირების თარიღი: 2017-08-12.
- ↑ Syria.
- ↑ Threatened Voices / Bloggers / Bassel (Safadi) Khartabil.
- ↑ „Request for Written Answer on the Question of the Imprisonment of Bassel Safadi Khartabil“. European Parliament. 18 March 2014. ციტირების თარიღი: 9 April 2014.
- ↑ #NEWPALMYRA. newpalmyra.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-04-17. ციტირების თარიღი: 2017-08-12.
- ↑ Bassel Safadi discusses project involving 3D reconstruction of ancient city of Palmyra at San Francisco Art Institute, live from Syria via Skype. ციტირების თარიღი: 1 July 2013.