ბარკა (არაბ. نهر بركة ნაჰრ-ბარაკა) — სეზონური მდინარე ერიტრეასა და სუდანში, სათავეს იღებს ერიტრეის მთიანეთში სუდანის დაბლობის მიმართულებით. სუდანში დიდი ბრიტანეთის მმართველობის პერიოდში მდინარეს ეძახდნენ «გაზელს», ქვიშის დიუნების ძლიერი გადაადგილების მიზეზით მისი კალაპოტის მუდმივი ცვალებადობის გამო[1]. მისი სიგრძე შეადგენს 500 კმ-ს.

ბარკა

ბარკას ტოკარის დელტა
ქვეყანა ერიტრეის დროშა ერიტრეა, სუდანის დროშა სუდანი
ქალაქები ასმერა
სათავე ქალაქ ასმერას გვერდით
სიგრძე 500 კმ
აუზის ფართობი 66 200 კმ²
link=commons:Category:{{{Commons}}} ბარკა ვიკისაწყობში

გეოგრაფია

რედაქტირება

ბარკა სათავეს იღებს ერიტრეის პლატოზე ქალაქ ასმერას შორიახლოს და მიედინება ჩრდილო-დასავლეთი მიმართულებით აგორდატის გავლით[2]. დაახლოებით 300 კმ მდინარე ბარკა მიედინება ერიტრეის ტერიტორიაზე და დაახლოებით 200 კმ — სუდანის ტერიტორიაზე ტოკარის დელტამდე[1].

სუდანის ტერიტორიაზე ბარკა სეზონურად მიედინება დელტის ხეობამდე წითელ ზღვაში, ქალაქ ტოკართან[3]. მდინარის დაბოლოების ზუსტი ადგილსამყოფელის დადგენა ვერ დგინდება, რადგანაც მდინარის დელტას აქვს დაახლოებით 45 კმ სიგრძე და 80 კმ სიგანე.

ჰიდროლოგია

რედაქტირება

მდინარე წელიწადში მიედინება მხოლოდ რამდენიმე თვის განმავლობაში. მხოლოდ წვიმიანი სეზონების დროს ზაფხულის თვეებში ის აღწევს სუდანის საზღვრებს. მიუხედავად ამისა, ბარკა წყლის ერთ-ერთი ძირითადი წყაროა აღმოსავლეთ სუდანში (არაბული ენიდან თარგმანში «ბარაკა» ნიშნავს «ბარაქას»). მდინარეში წყლის საშუალო ხარჯი შეადგენს 0,8 კმ³-ს წელიწადში.[4] დიდი წვიმების სეზონში ტოკარის დელტაში შეიმჩნევა 15-დან 22-მდე წყალმოვარდნა, რის შედეგადაც დელტაში ილექება ლამის და ქვიშის დიდი რაოდენობა[1].

  1. 1.0 1.1 1.2 Toker Delta irrigation control and water management. SPCRP - Model Projects Flyer No. 5. SPCRP - MP. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-11. ციტირების თარიღი: 2013-01-10.
  2. Important Bird Area factsheet: Western Plain: Barka river, Eritrea. BirdLife International. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-11. ციტირების თარიღი: 2013-01-09.
  3. The use of TOMS and MODIS to identify dust storm source areas: the Tokar Delta (Sudan) and the Seistan Basin (south west Asia) გვ. 37-57. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-11. ციტირების თარიღი: 2013-01-10.
  4. Fleuves Transfrontaliers Africains. Office International de l'Eau (2002-10-29). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-11. ციტირების თარიღი: 2013-01-10.