ბარიუმის ბრომიდი
ბარიუმის ბრომიდი — ქიმიური ნაერთი ფორმულით BaBr2. ბარიუმის ქლორიდის მსგავსად, ის კარგად იხსნება წყალში და ტოქსიკურია წყალხსნარში.
__ Ba2+ __ Br− | |
ზოგადი | |
---|---|
ქიმიური ფორმულა | BaBr2 (ანჰიდრიტი) BaBr2·2H2O (დიჰიდრატი) |
მოლური მასა | 297.14 გ/მოლი |
ფიზიკური თვისებები | |
სიმკვრივე | 4.78 (ანჰიდრიტი) გ/სმ3 3.58 (დიჰიდრატი) გ/სმ³ |
თერმული თვისებები | |
დნობის ტემპერატურა | 857 °C |
დუღილის ტემპერატურა | 1,835 °C |
NFPA 704 |
მიღება
რედაქტირებაბარიუმის ბრომიდი მიიღება ბარიუმის სულფიდზე ან ბარიუმის კარბონატზე, ბრომწყალბადმჟავას მოქმედებით (მიიღება ბარიუმის ბრომიდის ჰიდრატი). რეაქცია მიმდინარეობს მოკლე დროში.
- BaS + 2HBr → BaBr2 + H2S
- BaCO3 + 2HBr → BaBr2 + CO2 + H2O
ბარიუმის ბრომიდი შეიძლება კრისტალიზირდეს ხსნარის გარეთ მისი დიჰიდრატის ფორმით, BaBr2·2H2O, რომელიც 120 ° C- მდე გაცხელებისთანავე გარდაიქმნება ანჰიდრიტად.[1]
გამოყენება
რედაქტირებაისტორიულად, ბარიუმის ბრომიდი გამოიყენებოდა რადიუმის გასაწმენდად მარი კიურის მიერ. რადიუმის ნალექები ძირითადად ბარიუმის ბრომიდის ხსნარში შეჰყავს, ნალექში რადიუმის და ბარიუმის შეფარდება უფრო მაღალი იქნება, ვიდრე ხსნარში. [2]
უსაფრთხოება
რედაქტირებაბარიუმის ბრომიდი, წყალში ხსნად სხვა ბარიუმის მარილებთან ერთად, ტოქსიკურია და შეუძლია გამოიწვიოს მძიმე მოწამვლა.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Patnaik, Pradyot (2003), Handbook of Inorganic Chemical Compounds, McGraw-Hill Professional, pp. 81–82, ISBN 978-0-07-049439-8, http://books.google.com/books?id=Xqj-TTzkvTEC&pg=RA1-PA81&dq=%22barium+bromide%22+subject:%22Chemistry,+Inorganic%22. წაკითხვის თარიღი: 2007-12-03
- ↑ Sime, Ruth Lewin (1996), Lise Meitner: A Life in Physics, University of California Press, p. 233, ISBN 978-0-520-20860-5, http://books.google.com/books?id=uPzZQzx-mkcC&pg=PA233&dq=%22barium+bromide%22+radium. წაკითხვის თარიღი: 2007-12-03