ბარის ნავსადგური (მონტენეგრო)

ბარის ნავსადგური (ჩერნოგორული: Luka Bar, Лука Бар, ჩსბ: LUBA დაარქივებული 2013-07-07 საიტზე Wayback Machine. ) — ჩერნოგორიის მთავარი საზღვაო პორტი. ის მდებარეობს ბარში.

ბარის ნავსადგური
ადგილმდებარეობა
ქვეყანა მონტენეგროს დროშა მონტენეგრო
ადგილმდებარეობა ბარი
ინფორმაცია
გაიხსნა 1909 წელს
მფლობელი Global liman isletmeleri
დასაქმებულთა რაოდენობა 500
მმართველი სლობო პაჯოვიჩი
სტატისტიკა
ხომალდის ჩამოსვლა 179 (2012)
ყოველწლიური ტვირთის ტონაჟი 805.219 ტონა (2012)
ყოველწლიური შემოსავალი 25 მილიონი დოლარი

საიტი
lukabar.me

1571 წელს ოსმალეთის მიერ დაპყრობამდე ის შკოდერის პორტად გამოიყენებოდა. ბარის დაპყრობის შემდეგ თურქებმა იქ მცირე პორტი ააშენეს. პორტის განვითარება 1878 წლამდე თურქების მიერ ხდებოდა, შემდეგ მონტენეგრო გახდა დამოუკიდებელი და ბარი მას გადაეცა.

ახალი პორტის მშენებლობას ოფიციალურად ჩერნოგორიის მეფის ნიკოლა I–ის დროს 1905 წლის 23 მარტს ჩაეყარა საფუძველი. პორტის დიზაინი შექმნა იტალიელმა კოენ კაგლიამ და ის წლიურად 3 მილიონი ტონა ტვირთის გატარებაზე იყო გათვლილი. პორტმა ფუნქციონირება 1909 წლის 23 ოქტომბერს დაიწყო.

მეორე მსოფლიო ომის დროს, 1944 წელს გერმანულმა არმიამ უკან დახევისას ის თითქმის მთლიანად გაანადგურა. რეკონსტრუქცია 1950 წელს დაიწყო და პირველი ფაზა 1965 წელს დასრულდა. მეორ ფაზის დასრულებამდე (რომელიც წლიურად 5 მილიონი ტონა ტვირთის გატსარებას გულისხმობდა) 1979 წელს მოხდა ძლიერი მიწისძვრა და თითქმის პორტის მოწყობილობების ნახევარი დაზიანდა.

შემდგომი განახლება დაიწყო 1981 წელს და დასრულდა 1983–ში. დღეისთვის პორტის ტვირთგამტარიანობა არის 5 მილიონი ტონა წელიწადში. ამ ეტაპზე პორტი მუშაობს წაგებაზე, რადგან ჩერნოგორიის ბაზარია არის მცირე და ვერ უზრუნველყოფს მის მთლიან დატვირთულობას.

ტერმინალები

რედაქტირება
  • RO - RO ტერმინალი
  • ხის მასალის ტერმინალი
  • კონტეინერების ტერმინალი
  • ზოგადი ტვირთის ტერმინალი
  • მოცულობითი ტერმინალი
  • მარცვლეულის ტერმინალი
  • თხევადი მასის ტერმინალი
  • მგზავრების ტერმინალი

მოძრაობს ერთი ხაზი ბარის მიმართულებით.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება