ბარდღალა
ბარდღალა (ლათ. Julus sabulosus) — უხერხემლო ცხოველი ორწყვილფეხიანების ქვეკლასისა. ბარდღალის სხეული თანაბარ სეგმენტებადაა დანაწევრებული. დაფარულია ქიტინით, რომელიც კირითაა ინკრუსტირებული. სეგმენტებზე (პირველის გარდა) განლაგებული აქვს მოკლე ფეხები. მრავლდება კვერცხით. ვითარდება ანამორფოზის გზით. გავრცელებულია მთელ ევროპაში. იკვებება მცენარეებით, უმთავრესად კი მათი ხრწნის პროდუქტებით.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 207.