ბარგისუხუცესი
ბარგისუხუცესი — მეფის აღალის, კერძოდ, მისი „სასაგებლე“ ნაწილის უფროსი შუა საუკუნეების საქართველოში. ეკუთვნოდა მსახურთუხუცესის უწყებას და უშუალოდ მესაწოლეთუხუცესს ექვემდებარებოდა. მგზავრობის დროს ბარგისუხუცესი აღალს წინ მიუძღოდა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ფურცელაძე დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 206.