ბარამგულანდამიანი
„ბარამგულანდამიანი“ — XVIII საუკუნის ქართული ლიტერატურის ანონიმური ძეგლი. მომდინარეობს შუა საუკუნეების სპარსული ხალხური დასთანიდან, რომელსაც საფუძვლად დაედო სპარსი პოეტის ამინის (XVII ს.) რომანტიკული პოემა „ბაჰრამი და გულანდამი“. ცნობილია ამ დასთანის უზბეკური, ქურთული, ავღანური, ქართული ვერსიები. ქართული ვერსია ეკუთვნის ვახტანგ VI-ის კარზე მოღვაწე უცნობ ავტორს. ცოცხალი სასაუბრო ლიტერატურული ენით გამართული თარგმანი საკმაოდ ზუსტად მისდევს ორიგინალს. არსებობს „ბარამგულანდამიანის“ მოკლე და ვრცელი რედაქციები. 1773 წელს პეტერბურგში დაიბეჭდა „ბარამგულანდამიანის“ სიმონ ეგნატაშვილისეული რუსული თარგმანი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 201.