ამინები
ამინები — ამიაკის (NH3) წარმოებული ნივთიერებები, რომელშიც ამიაკის სამი წყალბადის ატომიდან ერთი, ორი, ან სამივე ორგანული რადიკალებით არის ჩანაცვლებული. აქ ერთი მნიშვნელოვანი გამონაკლისია: თუ ერთ–ერთი რადიკალი კარბონილის ჯგუფს შეიცავს, ნივთიერებებს არა ამინები, არამედ ამიდები ეწოდება. ამიდებია აგრეთვე ამიაკის ის წარმოებულები, რომელშიც წყალბადის ერთი ატომი ორგანული რადიკალითაა ჩანაცვლებული, მეორე კი — მეტალით (მაგ: (CH3)2NLi ლითიუმის დიმეთილამიდია).
იმის მიხედვით, თუ წყალბადის რამდენი ატომი არის ჩანაცვლებული ამიაკში, განასხვავებენ პირველად, მეორად და მესამეულ ამინებს. შესაძლებელია აზოტის ატომს მეოთხე რადიკალიც შეუერთდეს. ამ შემთხვევაში წარმოიქმნება ამონიუმის მსგავსი იონი, ე.წ. მეოთხეული ამონიუმი. უარყოფით იონებთან შეერთებისას იგი მეოთხეული ამონიუმის მარილებს წარმოქმნის.
პირველადი ამინი | მეორეული ამინი | მესამეული ამინი |
---|---|---|
იმის მიხედვით, თუ მოლეკულაში ამიაკის რამდენი ნაშთია, განასხვავებენ მონოამინებს, დიამინებს, ტრიამინებს და ა.შ.
ლიტერატურა
რედაქტირება- Hans Beyer, Wolfgang Walter: Lehrbuch der Organischen Chemie. 22. Auflage. 1991, ISBN 3-7776-0485-2.
- Autorengemeinschaft: Organikum. 22. Auflage. Wiley-VCH, Weinheim, 2004, ISBN 3-527-31148-3.
- Karl Schwister: Taschenbuch der Chemie. Hanser Fachbuchverlag, 2004.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ამინები“ ვიკისაწყობში.