ბარალეთის ეკლესია
ბარალეთის ეკლესია — დარბაზული ეკლესია XIII საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი საქართველოში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთში.
ბარალეთის ეკლესია | |
| |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
რელიგიური კუთვნილება | საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია |
პროვინცია | სამცხე-ჯავახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ახალქალაქის მუნიციპალიტეტი |
მემკვიდრეობითი ადგილმდებარეობა | ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქია |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
ხუროთმოძღვრული სტილი | ბაზილიკური ეკლესია |
თარიღდება | XIII საუკუნე |
დეტალები
|
ეკლესია სამნავიანი ბაზილიკაა, რომლის აღმოსავლეთ კედელზე ასომთავრული წარწერაა: „[აღე]შენა ეკლესიაჲ ესე მათ ჟამთა შინა, ოდეს ლაშა მეფედ დაჯდა“. „ჯავახთუფლის“ მეფედ დაჯდომა განსაკუთრებით აღუნიშნავთ ბარალეთში. რადგანაც იმ დროისთვის (1213) საქართველოში ბაზილიკები აღარ შენდებოდა, სავარაუდოა, რომ ეს ცნობა უფრო ადრინდელი ეკლესიის აღდგენას ან შეკეთებას გულისხმობდეს.
ბარალეთის ეკლესიას, 2006 წლის საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 355.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 201.
- ჯავახეთის 1933 წლის ექსპედიციის დღიური, ბერძენიშვილი ნ.საქართველოს ისტორიის საკითხები.I.თბ.,1964.-გვ.143-147.
- ლაფაჩი ც. შუასაუკუნეების ისტორიული ძეგლები ბარალეთის ტერიტორიაზე, ჯავახეთი.ტ.I.-ახალციხე.2002.გვ.204-210
- როსტომაშვილი ი. სოფელი ბარალეთი (ძველი ქართული ეკლესია და ამაღლების სვეტი), მოგზაური.1901.-N1.-გვ.26-31.
- ცისკარიშვილი ვ., ბარალეთის წარწერა, ჯავახეთის ეპიგრაფიკა როგორც საისტორიო წყარო. თბ.,1959. გვ.52.
- სოფელი ბარალეთი, ხარაძე კ. ჯავახეთის ხუროთმოძღვრული და ბუნების ძეგლები.-თბ.,2004. გვ.38.
- იამბე, ციხის ნაშალო....-თბ.,2007, გვ.26.
- ალელიშვილი ნ. ს.ბარალეთი. ამაღლების ჯვარი, გაზ. "ოქტომბრის დროშით"(ახალქალაქი), 1959, 21 აგვისტო.
- ღმრთისმშობლის ეკლესია, XIII, ძეგლთა რეაბილიტაცია საქართველოში, თბ.,2006
გალერეა
რედაქტირება-
ბარალეთის ბაზილიკა. საერთო ხედი
-
ბარალეთის ბაზილიკა
-
ბარალეთის ბაზილიკა. სამრეკლო
-
ბარალეთის ბაზილიკა. XI ს.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება № 665, 2006 წლის 7 ნოემბერი, ქ. თბილისი, კულტურის ზოგიერთი უძრავი ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭების შესახებ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-07-01. ციტირების თარიღი: 2019-07-24.