ბარათა ბარათაშვილი

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბარათაშვილი.

ბარათა ბარათაშვილი (გ. 1626)[1]ქართლის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე, მეწინავე სადროშოს (სომხით-საბარათიანოს) სარდალი. თავდაპირველად ერთგულობდა სიმონ II-ს. მხარს უჭერდა ზურაბ არაგვის ერისთავს მთიულ-მოხევეთა წინააღმდეგ ბრძოლაში. 20-იანი წლების დასაწყისში ამოწყვიტა თავისი სახლიკაცები (სიკვდილს გადარჩა ყაფლან ბარათაშვილი, რომელიც ირანში გაიქცა) და მათ მამულებს დაეპატრონა. იბრძოდა ირანელების წინააღმდეგ. გ. სააკაძესთან ერთად მონაწილეობდა მარტყოფისა და მარაბდის ბრძოლებში. სიმონ II-მ ბარათაშვილი სარდლის თანამდებობიდან გადააყენა და სარდლად ქაიხოსრო ბარათაშვილი დანიშნა. ბარათაშვილი 1625 ბოლოს გ.სააკაძესთან ერთად დასავლეთ საქართველოში გადავიდა. 1626 წელს შემდეგ ცოცხალი არ ჩანს (ვახუშტის მიხედვით, ბარათაშვილი მოაკვლევინეს ყაფლან ბარათაშვილმა და აბას I-მა თაფარავნის ტბასთან). ბარათაშვილის მამულები სიმონ II-მ ყაფლან ბარათაშვილს უწყალობა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ჯამბურია გ., ქართული ფეოდალური ურთიერთობის ისტორიიდან, თბ., 1955;

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ბარათაშვილი ბარათა. უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი. ციტირების თარიღი: 27 ივლისი, 2018.