ბანინი
უმ ელ-ბანუ (იუმულბანუ) მირზას ასული ასადულაევა (აზერ. Ümmülbanu (Ümm-Əl-Banu) Mirzə qızı Əsədullayeva; ფრანგ. Umm-El-Banine Assadoulaeff; დ. 18 დეკემბერი, 1905, ბაქო, რუსეთის იმპერია — გ. 23 ოქტომბერი, 1992, პარიზი, საფრანგეთი) — აზერბაიჯანელი წარმოშობის ფრანგი მწერალი, აზერბაიჯანელი მილიონერის მუსა ნაღიევის შვილიშვილი და აზერბაიჯანელი ბიზნესმენისა და პოლიტიკოსის მირზა ასადულაევის ქალიშვილი.[4] იყენებდა ფსევდონიმს — „ბანინი“-ს.
ბანინი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 18 დეკემბერი, 1905[1] [2] [3] |
დაბადების ადგილი | ბაქო |
გარდაცვალების თარიღი | 23 ოქტომბერი, 1992[1] [2] [3] (86 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | პარიზი, საფრანგეთი |
დასაფლავებულია | Institut médico-légal de Paris |
ფსევდონიმი | Banine |
საქმიანობა | მწერალი |
ენა | ფრანგული ენა |
მოქალაქეობა | საფრანგეთი |
ჟანრი | ავტობიოგრაფია |
ბანინი, 1923 წელს, საფრანგეთში ემიგრაციაში წავიდა, მამამისის შემდეგ, რომელიც აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი მინისტრი (1918 წლის დეკემბერი — 1920 წლის აპრილი) იყო. ის საცხოვრებლად ჯერ სტამბოლში გადავიდა, სადაც ქმარი მიატოვა, რომელზეც იგი იძულებულად დააქორწინეს თხუთმეტი წლის ასაკში და იქიდან პარიზში გაიქცა. პარიზში, მრავალი წლის შემდეგ, მისი ლიტერატორი ნაცნობების მოწოდებით, მათ შორის ჰენრი დე მონტერლანტის, ნიკოს კაზანძაკისის და ანდრე მალრუს, გამოაქვეყნა თავისი ნაშრომები. ბანინიმ, საფრანგეთსა და ევროპაში, აზერბაიჯანის ისტორიისა და კულტურის პოპულარიზება დაიწყო. მისი ყველაზე ცნობილი ნამუშევრებია „კავკასიური დღეები“ და „პარიზის დღეები“. ბანინი, რომელიც გერმანელი მწერლის ერნსტ იუნგერისა და რუსი მწერლის ივანე ბუნინის მეგობარი იყო, თავის წიგნებში კათოლიციზმზე შებრუნებას აღწერს.
გარდაცვალებამდე, ბანინიმ რამდენიმე სტატია მიუძღვნა აზერბაიჯანში შექმნილი სიტუაციის შესახებ. გარდაიცვალა 1992 წლის 23 ოქტომბერს, 86 წლის ასაკში.[5]
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- ნამი (Nami), Gallimard, 1942.
- კავკასიური დღეები (Jours caucasiens), Julliard, 1946.
- პარიზის დღეები (Jours parisiens), Julliard, 1947, Gris Banal, 2003.
- შეხვედრები ერნსტ იუნგერთან (Rencontres avec Ernst Jünger), Julliard, 1951.
- მე ავირჩიე ოპიუმი (J'ai choisi l'opium), Stock, 1959.
- შემდეგ (Après), Stock, 1962.
- უცხო საფრანგეთი (La France étrangère), S.O.S Desclée de Brouwer, 1968.
- ბოლო შანსის ზარი (L'appel de la dernière chance), S.O.S, 1971.
- ერნსტ იუნგერის პორტრეტი: წერილები, ტექსტები, შეხვედრები (Portrait d'Ernst Jünger : lettres, textes, rencontres), La Table Ronde, 1971.
- ერნსტ იუნგერის სხვადასხვა სახეები (Ernst Jünger aux faces multiples), Lausanne, éditions L'Âge d'Homme, 1989.
- რა მითხრა მერიმ: მოსამსახურე მარიამის ამბავი (Ce que Marie m’a raconté : le dit de la Servante Marie), Cahier Bleus, 1991.