ბანაუს ბრინჯის ტერასები

ბანაუს ბრინჯის ტერასები — 2000 წლოვანი ტერასები ფილიპინებში, კუნძულ ლუსონზე, იფუგაოს მთებში, რომელიც ადგილობრივმა უძველესმა მოსახლეობამ შექმნა. ფილიპინებში მას „მსოფლიოს მერვე საოცრებას“ უწოდებენ.[1][2][3] ვარაუდობენ, რომ ტერასები მინიმალური აღწურვილობით, ძირითადად ცარიელი ხელებით იქნა გაჭრილი. მდებარეობს ზღვის დონიდან 1500 მეტრზე და მოიცავს დაახლოებით 10 360 კმ² ტერიტორიას. ტერასები აღჭურვილია საირიგაციო სისტემით, რომელსაც წყალი მაღლა მდებარე ტროპიკული ტყეებიდან მოყავდა. ამბობენ, რომ თუ ამ ტერასების თითოეულ საფეხურს ერთმანეთს შევუერთებთ, დედამიწის ნახევარს შემოერტყმება გარს.[4]

ბანაუს ბრინჯის ტერასები*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა ფილიპინების დროშა ფილიპინები
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები iii, iv, v
სია [1]
რეგიონი** აზია-ოკეანეთი
კოორდინატები 16°02′00″ ჩ. გ. 121°08′12″ ა. გ. / 16.03333° ჩ. გ. 121.13667° ა. გ. / 16.03333; 121.13667
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1995  (მე-19 სესია)
ნომერი 722
საფრთხის ქვეშ 2001-2012 -
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 722
ინგლ.რუს.ფრ.

რეგიონის მოსახლეობა დღემდე იყენებს ამ ტერასებს ბრინჯისა და სხვა კულტურების მოსაყვანად, თუმცა ბოლო დროს ახალგაზრდა თაობა მუშაობას ტურიზმის სექტორში არჩევს, მით უმეტეს, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ტერასები მთელი მსოფლიოდან უამრავ ტურისტს იზიდავს.

1995 წელს, იუნესკომ ბანაუს ტერასები მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

საინტერესო ფაქტები

რედაქტირება

ბანაუს ბრინჯის ტერასებს ხშირად მოიხსენიებენ როკ-ჯგუფ ლედ ზეპელინის ცნობილი სიმღერის სახელწოდებით „Stairway to Heaven“, რაც ქართულად ითარგმნება, როგორც „კიბე ზეცისაკენ“[5][6].

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. filipinasoul.com, ‘The Best’ of the Philippines - its natural wonders. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-30. ციტირების თარიღი: 2011-04-18.
  2. nscb.gov.ph, FACTS & FIGURES, Ifugao province. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-11-13. ციტირების თარიღი: 2011-04-18.
  3. About Banaue > Tourist Attractions. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-12-14. ციტირების თარიღი: 2011-04-18.
  4. Department of Tourism: Ifugao Province დაარქივებული 2009-03-02 საიტზე Wayback Machine. . Accessed September 04, 2008.
  5. (ინგლისური) Banaue Rice Terraces Tour. 5 days and 5 nights დაარქივებული 2012-04-19 საიტზე Wayback Machine.
  6. (ინგლისური) Stairway to Heaven: Off to The Banaue Rice Terraces![მკვდარი ბმული]


 
პანორამა